ოთხშაბათი, ივლისი 2, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საამაყო ადამიანი მიხეილ სააკაშვილი...

“ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საამაყო ადამიანი მიხეილ სააკაშვილი სულ მალე იქნება ჩვენთან ერთად” – სოფო ჯაფარიძე

ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე, წარმოუდგენელია ის გამარჯვების მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ ყოველ წუთს. დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვება ჰქვია“, – განაცხადა ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ.

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან ერთად ისან-სამგორის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა სოფო ჯაფარიძე:

მოგესალმებით ჩემო უსაყვარლესო თბილისელები, ჩემო უსაყვარლესო ისნელებო, სამგორელებო. ძალიან მიყვარხართ, მადლობა პირველ რიგში დღევანდელი დღისთვის და მადლობა იმ სითბოსთვის, სიყვარულისთვის, რასაც თქვენგან ვიღებ ყოველდღიურად, ყოველწუთიერად და ყოველწამიერად.

ჩვენ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე დღე, წარმოუდგენელია ის გამარჯვების მუხტი, რასაც თქვენგან ვგრძნობ ყოველ წუთს. დიახ, 26 ოქტომბერს ჩვენ ყველა ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ, ერთად ვიზეიმებთ იმ დიდ გამარჯვებას, რომელსაც საქართველოს და რომელსაც ქართველი ხალხის გამარჯვება ჰქვია.

ჩვენ სულ მალე, სულ რამდენიმე დღეში აუცილებლად აქ ვიდგებით ადამიანთან ერთად, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ჭაობიდან ამოიყვანა. ადამიანთან, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო, რომელმაც საქართველო სამაგალითო გახადა მსოფლიოსთვის, როგორც ყველაზე წარმატებული მებრძოლი ქვეყანა კორუფციასთან, რომელმაც მსოფლიოს გააცნო საქართველო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, საამაყო ადამიანი მიხეილ სააკაშვილი სულ მალე იქნება ჩვენთან ერთად.

სანამ აქ მოვიდოდი, რამდენიმე საათის წინ ვიყავი ახალგაზრდებთან შეხვედრაზე. შევხვდი ძალიან ბევრ სტუდენტს და არ შემიძლია არ გითხრათ ერთი ულამაზესი გოგოს, ანას ისტორია, რომელმაც მითხრა, რომ ორი წლის წინ ჩაირიცხა უნივერსიტეტში, 24 საათის განმავლობაში შრომობს, წვალობს იმისათვის, რომ ბინის ქირა გადაიხადოს, მაგრამ დღეს ანას უწევს სწავლის შეწყვეტა, რადგან გაძვირებული ფასების გამო ის ვეღარ ახერხებს არა თუ ქირის გადახდას, არამედ ყოველდღიური ხარჯებისთვის 300 ლარი ხელფასი იმყოფინოს. ეს იყო უმძიმესი მოსასმენი და მე მინდა თქვენთან ერთად ანას დავპირდეთ, რომ ანა აუცილებლად გააგრძელებს სწავლას, მისნაირ ახალგაზრდებთან ერთად ექნება ღირსეული მომავალი და მინდა, რომ ერთად ამ ახალგაზრდებს ეს დავპირდეთ.

26 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი უძვირფასესი პენსიონერებისთვის ბედნიერ სიბერეს, მშვიდ სიბერეს და არა ისეთში, როგორშიც დღეს ისინი არიან, რომ ყოველი მომავალი დღის ეშინიათ. დიახ, თბილისი ირჩევს ევროპას, თბილისი ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას და დიახ, 26 ოქტომბერს ყველა ერთად აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას.

თინას დავესესხები სიტყვებში და ვიტყვი, რომ დღევანდელი დღე ნათელი მაგალითია გამარჯვების, და მადლობა თინას ამ ყველაფრისთვის, რომ ვართ ასეთი ძლიერები, ვართ ამდენი. მართლაც გამორჩეულად ძლიერები ვართ, ამიტომ გვესხმის ყველაზე მეტად თავს „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, მაგრამ ვერასოდეს ვერ შეგაშინეს თქვენ, ვერ მოგისყიდეს, ვერ გაგაჩერეს და დიახ, თქვენ ხართ ჩვენი ღერძი, ჩვენი მთავარი დასაყრდენი და თქვენთან ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

დღეს ხელისუფლება ყველაზე მეტად დაშორებულია ხალხს, ივანიშვილს სძულს ქართველი ხალხი. მისი მთავარი მიზანია საქართველო ქართველი ხალხის გარეშე, მაგრამ ის ამას ვერ ეღირსება.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს უძვირფასეს ემიგრანტებს. 24 საათის განმავლობაში ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ არცერთი მათი ხმა არ დაიკარგოს. მადლობა ამისთვის, მადლობა გათენებული ღამეებისთვის. მე ყველაზე კარგად ვიცი, თუ რამდენს წვალობდით, რომ ასეთი წარმოუდგენელი შედეგი დაგედოთ და დიახ, თქვენი ხმა ემიგრანტებო ამ არჩევნებში იქნება გადამწყვეტი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცნახირი ისევ ჩუმად იქნება” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით, კონკრეტულ განმარტება-მინიშნებებს...

მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს არსენიო დომინგესს შეხვდა

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო...

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

“ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ეს ობერ-ქოც-ხროვა არ იყო რომ გაჰკიოდა, სანქციები ჩვენი ჯილდოაო?🧐” – დავით ქაცარავა

სანქციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის დამოკიდებულებას ირონიანარევი პოზიცია-მინიშნებებით აფასებს “ანტისაოკუპაციო...

“გიორგი არა მხოლოდ იუსტიციის სახლებს ქმნიდა ჩვენთან ერთად საქართველოსვე, არამედ უკრაინაში ჩემს თვალწინ დაინერგა...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი...

“პარლამენტში არ შევალთ, – არალეგიტიმურიაო. რუსთავის ციხე ხომ არის ლეგიტიმური?!😉” – ბონდო მძინარაშვილი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ბონდო მძინარაშვილის ირონიული...