კვირა, აგვისტო 3, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა"...

“ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ “ოცნება” ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს მისი გუნდის პოლიტიკურ მიზანთან დაკავშირებით:

,,ჩვენ პოლიტიკურ ძალას აქვს ძალიან მკაფიო პოზიციები, რაც შემდგომში მდგომარეობს, რომ ჩვენ ოქტომბრის არჩევნების საშუალებით ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ ,,ოცნება” ისე, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდეს. ეს ჩვენთვის არის სტრატეგიული ხაზი და მიზანი.

შესაბამისად, ჩვენ ამას გავაკეთებთ ყველასთან თანამშრომლობით, ვისი პოზიციებიც ემთხვევა ჩვენსას. რატომ? – იმიტომ, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარი მიზანი დღეს არის ქვეყანა დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე.

ევროპულ გზაზე დაბრუნებას დღეს აქვს 2 მთავარი წინაღობა. ეს არის ავტორიტარული ,,ოცნება”, ანტიდემოკრატიული ,,ოცნება” და რადიკალური, რევანშისტული იდეები ,,ნაციონალური მოძრაობის”. ერთიც დამაზიანებელია ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად და მეორეც”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა თქვენი “ღვაწლის” შედეგია და ახლა ივანიშვილის...

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ზოგად-პერსონალური მინიშნებები: "ვისაც მიგაჩნიათ, რომ 2012 წელს...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“ნინო ნადირაძე არის კოლექტიური ქოცის სახე” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...