კვირა, აგვისტო 3, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისპორტიკახა კალაძე: "ვისაც უკრაინა-საქართველოს მატჩის დიდ ეკრანებზე ყურების...

კახა კალაძე: “ვისაც უკრაინა-საქართველოს მატჩის დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გელოდებით”

11 ოქტომბერს უეფა-ს ერთა ლიგის მორიგ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დიდი ეკრანი დამონტაჟდება.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე, გულშემატკივრის განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება.

11 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ შეხვედრას უკრაინასთან ჩაატარებს. თამაში პოლონეთში, ქალაქ პოზნანში გაიმართება. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქართველ გულშემატკივარს შესაძლებლობა მივცეთ, თამაშს პირველი რესპუბლიკის მოედანზე უყუროს. ჩვენ დიდ ეკრანებს დავამონტაჟებთ და შევძლებთ, ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ასე რომ, ვისაც დიდ ეკრანებზე ყურების სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მობრძანდეთ. ადგილზე კვების ობიექტები განთავსდება და იქნება ძალიან სასიამოვნო გარემო. თამაშის დაწყებამდე, განწყობის ასამაღლებლად, ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტი გაიმართება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაგეგმილი მატჩის გამო, თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს.

მატჩის დასრულების შემდეგ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. კონკრეტული მარშრუტების შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ვებგვერდზე განთავსდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...