spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნება" არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა,...

“ქართული ოცნება” არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს – კახა კალაძე

ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა, რასაც ყოველდღიური შეხვედრების დროს ვხედავ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევის თანახმად, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ რომ ხმათა 59.5%-ს მიიღებს, არის საზოგადოების განწყობიდან და დამოკიდებულიდან გამომდინარე, რასაც პირადად ყოველდღიურ შეხვედრებში ხედავს:

ჩემთვის ყველაზე ზუსტი საზომი არის საზოგადოების განწყობა და დამოკიდებულება. ფაქტობრივად, ყოველდღე მიწევს მოსახლეობასთან შეხვედრა, მთელი საქართველო შემოვიარე, მქონდა შეხვედრები სხვადასხვა ქალაქში, რაიონში, სოფელში. ვიცი, როგორია ხალხის განწყობა და ეს ასახულია კვლევებშიც. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია. ისინი ხედავენ რა პროექტები მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, დედაქალაქში. რაც მთავარია, გვაქვს მშვიდობა. სწორედ ეს არის საზოგადოების გამოხატულება და დამოკიდებულება, თუ რომელ კონკრეტულ პარტიას უჭერენ მხარს.

„ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელსაც აქვს უდიდესი შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს. ასევე, როგორც კვლევებში ჩანს, შეიძლება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახოს ბარიერი. დანარჩენ პარტიებს რაც შეეხება, მოუწევთ ბრძოლა საარჩევნო ბარიერთან მიახლოებისთვის და იმისთვის, რომ რამდენიმემ შეძლოს ბარიერის გადალახვა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როგორც კი დაიწყო პრემიერად წოდებული ივანიშვილის წარმომადგენლის გამოსვლა ღონისძიება დავტოვე” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ს საელჩოში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაბაზე სტუმრად...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...