შაბათი, აგვისტო 2, 2025
33.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ ბოლომდე დგას სამშობლოს...

“მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ ბოლომდე დგას სამშობლოს სადარაჯოზე და მე მაქვს პატივი ამ სადარაჯოზე ერთერთი ჯარისკაცი ვიყო” – ნუკა არველაძე

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის 12-წლისთავთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ განსაკუთრებით პოზიტიური შეფასებებით საუბრობს ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე:

12 წლის უკან ერთადერთო ადამიანი ვისაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, ჩემი ჩათვლით ნდობა გამოუცხადა გახლდათ ეს ადამიანი, ქართველი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ქველმოქმედი და თავგანწირული!

მან არა მარტო საკუთარი, არამედ მთელი ოჯახის ბედი რისკის ქვეშ დადო!!!

გადაარჩინა ქვეყანა, გადაარჩინა მილიონობით ადამიანი!

ამიტომაც ვინც მაშინ იცოდა მისი ძალა და ფასი დადგა მის ზურგს უკან და გაამაგრა მთელი ძალებით!

12 წელი გავიდა და ახლა სხვა უფრო დიდი რისკისგან უნდა ვიხსნათ ქვეყანა.
12 წელი ბრძოლით და ლამის კბილებით მოტანილი მშვიდობაა შესანარჩუნებელი!!!
12 წელი ათასი მაჯლაჯუნა გვაჯდა თავზე, ათასი მოღალატე, ათასი შენიღბული ნაძირალა!!!!
12 წელი იმდენი შიდა რყევა გადავიარეთ რომ ახლა გახსენებაც არ მინდა!
აშენდა და დამშვენდა “ოცნებაში” კარგად მოკალათებული ბევრი ნაძირალა, 12 წელი საკმაოდ დიდი დროა და უნდა დაიფერთხონ!

ამ ადამიანის ზურგს ამოფარებული და ჩვენი მოთმინების ხარჯზე ბევრი ნაძირალა ჯერ კიდევ ბედავს, ბედავს ითამაშოს იმ ადამიანების ბედით ვინც ამ ქვეყნის საძირკველია.

ეს არჩევნები არა მარტო ქვეყნის გადარჩენის არამედ ქვეყნის მოღალატეების მხილების არჩევნებია!!!!

საკმარისად იჯეჯილეს. საკმარისად იყო მუქთახორების ორმაგი სტანდარტების მხილებას, კიდევ იქნება!!!!

ალბათ 12 წლის უკან ვერც ვიფიქრებდი რომ ისევ ნაცების წინააღმდეგ მომიწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის, ქვეყნის და საკუთარი თავის გადარჩენისთვის ყველა მეთოდებით იბრძოდნენ შიგნით პარტიაში ჩაბუდებული ნაძირალები, რომ გელანძღა ივანიშვილი და მისი პოლიტიკა, განდგომოდი მას და ამის მის დისკრედიტაციაში მიეღო მონაწილეობა ვიღაცეებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს და ახლა ნანობენ, ვიღაცეები კი ისე არიან ხიბლში თავი ივანიშვილი ჰგონიათ.

ჩვენი “ქართული ოცნება” კი ღვინოსავითაა რაც დრო გადის მთხლე დაბლა ეშვება და ღვინოც უფრო კარგი ხდება. მართლა ასეა მეგობრებო ხშირად როცა ძალიან გაბრაზებული, ძალიან გულნატკენი ვიყავი ამ ადამიანის ყოველთვის მჯეროდა და უფრო ვძლიერდებოდი!

სადაც აქამდე მოვედით და ჩვენი სამშობლო შეუქცევადი განვითარების და გაერთიანების გზაზეა მეტსაც შევძლებთ და ახლა აქა იქ შემორჩენილი მთხლეც დაწდება ფსკერზე!!!!

ჩვენ ჩვენი სამშობლოს სიყვარული გვაერთიანების და გვაძლიერებს!!!
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს რომ ბოლომდე დგას სამშობლოს სადარაჯოზე და მე მაქვს პატივი ამ სადარაჯოზე ერთერთი ჯარისკაცი ვიყო.

🇬🇪❤️
სამშობლო როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა
🇬🇪❤️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნუკა არველაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

“დღეს აღზევებული ძალიან ბევრისგან განსხვავებით, კალაძე დგას ივანიშვილის გვერდით 2011 წლიდან” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ...

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...