„ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა
ნოდარ მელაძის შაბათში, სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში განაცხადა, „ქართული ოცნების“ რეიტინგი 25 პროცენტს არ სცდება, რასაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა:
„ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს