სამშაბათი, ივლისი 8, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად მასაც უწევს სასჯელის მოხდა...

“უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად მასაც უწევს სასჯელის მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად” – თინა ბოკუჩავა გიული ალასანიაზე

ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ გახდნენ „რთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისეები და ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება 26 ოქტომბერს“, – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ

ქ. მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე.

თინა ბოკუჩავას განცხადებით – „ჩემთვის ძალიან დიდი პატივია დღეს ვიყო აქ მცხეთაში პრეზიდენტი სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე ქალბატონ გიული ალასანიასთან, პრეზიდენტის დედასთან ერთად, რომელიც ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის გახდა ერთგულების, ბრძოლის, თავდადების, პატრიოტიზმის მაგალითი, როდესაც პრეზიდენტის ამ უკანონო, უსამართლო პატიმრობის ფონზე, პრაქტიკულად მასაც უწევს სასჯელის მოხდა პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად. მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებამდე, ძალიან ცოტა დრო დარჩა ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე, გამარჯვებამდე, ჩვენი ევროპული პერსპექტივის დაბრუნებამდე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს.

26 ოქტომბრის არჩევნებზე უნდა დავასრულოთ სიღატაკის პოლიტიკა, ადამიანების და საზოგადოების დაყოფის პოლიტიკა. პოლიტიკა, სადაც ოპოზიციას ემუქრება განადგურებით და სადაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო თანამედროვე, წარმატებულ სახელმწიფო აქცია, პოლიტიკურ სასჯელს იხდის სწორედ საქართველოს წარმატებისთვის. მე ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენს საერთო გამარჯვებაში. ერთიანობით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილს და ჩვენს ქვეყანას მოვუტანთ ევროპულ კეთილდღეობას.

პრეზიდენტი სააკაშვილის ინიციატივით ასევე მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით დარეგისტრირდნენ მოხალისეებად, ეს არის არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს და თითოეული თქვენგანის ბედს, თითოეული თქვენგანის მომავალს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ახალგაზრდებმა თქვან, მოგიწოდებთ ყველას მაქსიმალურად მობილიზაციისკენ, ეროვნული მობილიზაციისკენ, ახალგაზრდების მობილიზაციისკენ და გთავაზობთ ჩვენი მოხალისეების პროგრამას, რომელზე დარეგისტრირებაც შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ იმარჯვებს!“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

გიული ალასანიას განცხადებით – „ვიმყოფებით მცხეთაში, გვაქვს მოსახლეობასთან შეხვედრა და ამავე დროს არის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია. ვსაუბრობთ როგორც წიგნზე, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და არჩევნებზე, რომელიც უკვე კარს მოგვადგა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“არ არსებობს იმაზე ტრაგიკული ადამიანი, ვინც ხელებით, ფეხებით, კბილებით ეჭიდება ძალაუფლებას” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს...

“გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობის...

“ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ პროვინციული და თავისმომჭრელი დიქტატურის დასასრულებლად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველ...

“სამწუხაროდ ლელომ კოლეგებთან სასაუბროდ შავზე – თეთრის ლაპარაკის სტრატეგია აირჩია” – თენგო თევზაძე

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, თენგო თევზაძე კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს იმასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“დრო მოვა, თქვენს ცრემლებს ძმრად ამოვადენთ ამ სისტემას და ქალადწოდებულ ნინო გალუსტიანს‼️” – ელისო...

თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს საპროტესტო აქციებზე...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩემი და ალისას დიალოგი მიშასთან” – სოფო ნიჟარაძე

მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში სახალისო ისტორიას იხსენებს, რომელიც...

“წულუკიანის თავყრილობამ აღიარა, რომ 1 მილიონი კვ.მ ტერიტორია დაკარგეს მათი მმართველობის დროს” – გიორგი...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში, მწვავე...