პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აქტიურობით და ოპოზიციის ჩართულობით, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის სავარაუდო კანდიდატურებზე მიდის საუბარი, რასაც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კონკრეტული განმარტებებით და განსაზღვრული პოზიციით ეხმაურება:
“ხმები იმაზე, რომ სალომე ზურაბიშვილი სრულიად არაკონსტიტუციური ე.წ. “ტექნიკური მთავრობის” მეთაურად ნაცების დროინდელი პრემიერის ნიკა გილაურის დანიშვნას აპირებს, საეჭვოდ დაემთხვა ამ უკანასკნელის საქართველოში დაბრუნებას და საჯარო ლექციების გამართვას. ეს რომ საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მცდელობაა, ვფიქრობ ყველა ხვდება.
გილაურის ტყუილი, რომ პოლიტიკაში არასდროს ყოფილა (გინახავთ სადმე პოლიტიკის მიღმა მყოფი პრემიერი?!) და სალომეს ნათქვამი, რომ მის მიერ შერჩეულ პრემიერს პოლიტიკური ბექგრაუნდი არ აქვს, აძლიერებს ეჭვს, რომ სწორედ გილაური შეიძლება იყოს მისი ფავორიტი. თუ ასე მოხდა, და ამას ადრე თუ გვიან გავიგებთ, ყველა კარტი გაიშლება და ამომრჩევლებიც მიხვდებიან რა მორიგ პოლიტიკურ აფიორასთან ექნებათ საქმე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, “ტექნიკური მთავრობა” ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.