spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კომუნიკაციების ეროვნული კომისია გახდა ნომერ პირველი ცენზორი ამ...

“კომუნიკაციების ეროვნული კომისია გახდა ნომერ პირველი ცენზორი ამ ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლების ჯალათი და არა დამცველი” – თამარ კორძაია “მთავარი არხის”, “ტვ-პირველისა” და “ფორმულას” ერთობლივ განცხადებაზე

“მთავარი არხის”, “ტვ-პირველისა” და “ფორმულას” ერთობლივი განცხადების შესახებ საუბრისას თამარ კორძაიამ მწვავე შეფასებები გააკეთა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიმართ და მას მთავარი ცენზორი უწოდა:

კომუნიკაციების ეროვნული კომისია გახდა ნომერ პირველი ცენზორი ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ პირველი გადაწყვეტილება, რის გამოც კომისიამ ეს ტელევიზიები დაასანქცირა, იყო სიძულვილის შემცველი კლიპის ეთერში გაშვება, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ესხმის თავს. ამ ეტაპზე უკვე ეს ბანერები უნდა განათავსონ სატელევიზიო რეკლამის სახით, რაზეც ტელევიზიებმა წინასწარ გაუგზავნეს კითხვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ჩაესვათ თუ არა და კომისია ავალებს, რომ ჩასვან ეს რეკლამა. კომისია არის გამოხატვის თავისუფლების ჯალათი ამ ქვეყანაში და არა დამცველი“, – თქვა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” მიერ უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებასთან დაკავშირებით “მთავარმა არხმა”, “ტვ-პირველმა” და “ფორმულამ” ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ “ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და, აქედან გამომდინარე, უარს ამბობენ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც “ქართულ ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

“იმ ხალხის საყურადღებოდ, ვინც ოპოზიციას დასკვნების გამოტანას სთავაზობს…” – ნიკა გვარამია

უნგრეთში ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ, ქართული ოპოზიციის მიმართ გამოთქმულ ცალკეულ...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...