კვირა, აგვისტო 3, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, ყველაფერი საჯაროა" -...

“ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, ყველაფერი საჯაროა” – კახა კალაძე “კალა კაპიტალის” შესახებ

ჩემს დეკლარაციაში ყველაფერია ნაჩვენები, ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიის მიერ დასმულ კითხვას „კალა კაპიტალის“ შესახებ.

მისივე განმარტებით „კალა კაპიტალი“ სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის უძრავი და მოძრავო ქონების მართვითაა დაკავებული:

რამდენიმე დღის წინ ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას, რომ მე ჩემი რვა მილიონი ჩემი პირადი თანხა სპორტიდან მოყოლებული, გავაქრე. ვითომ სიმართლის გამშუქებელი ტელევიზიები ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება გადახაზოთ, მაგრამ არ გამოგივათ. წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ ნახავთ ჩემს დეკლარაციას ორი წლის წინ შევსებულს, იქვე ჩანდა, რომ შვეიცარიის ანგარიში იყო დახურული. გასულ წელს ჩანდა, რომ იტალიის ანგარიში იყო დახურული. დღეს გაგახსენდათ, რომ თითქოს თანხები გამოვიტანე გუშინ და გავურბივარ სანქციებს. რაც შეეხება „კალა კაპიტალს“ სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მართვით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მის ფინანსებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და დეკლარაციაში სრულადაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება ჩემს თანხებს, ყველაფერი საჯაროა. ვერაფერს ნახავთ ჩემთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო გამეკეთებინოს. დეკლარაციაშია ყველაფერი ნაჩვენები. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, არ ვიცი ვინ როგორ ავსებს, მაგრამ შემიძლია დავიტრაბახო, რომ ვარ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვისაც სრულად, სწორად აქვს შევსებული დეკლარაცია. ის, რომ ჩემი თანხები გაინტერესებთ დაელოდეთ იანვარს და ყველაფერი იქნება ასახული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

“დროზე დავიწყოთ კონსულტაციები ერთიანი წინააღმდეგობის ცენტრის შესაქმნელად, ესაა ის, რასაც ხალხი ითხოვს – არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის პოლიტიკური პოზიცია და განმარტებები...

ლაშა ბუღაძე: “ისტორიულად რევოლუციურ პროცესში ვართ”

ქართველი მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...