spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ცვლილებები მონდომებით მიიღწევა და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი,...

“ცვლილებები მონდომებით მიიღწევა და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი ქართულ რეალობაში” – იგორ ნარმანია

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიების „ერთიანობა პასუხობს ხალხს” ფარგლებში კოალიციის პრესსპიკერმა ლევან სანიკიძემ, პარტიის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ და „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლაშა დიაროვმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს.

შეკითხვაზე, “როგორ უნდა დაიმკვიდრონ თავი ქართულ პოლიტიკაში ახალგაზრდებმა” – იგორ ნარმანია დეტალურ განმარტებებს აკეთებს და კონკრეტულ რჩევებს აძლევს ახალგაზრდებს:

ძალიან ბევრჯერ გაგვიგონია ყველას, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე და თუ ბინძური ადამიანები აკეთებენ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, ბინძური იქნება ნებისმიერი საქმე. ამიტომ, პირველ რიგში, უნდა შეიცვალოს ის მიდგომები, რაც ქართულ პოლიტიკაში არსებობს. შეიძლება ჩვენ არ მოგვწონდეს ქართული პოლიტიკური კლასი, მაგრამ უნდა ავიღოთ ინიციატივა. მათ შორის ძალიან ბევრ სხვა ოპოზიციურ პარტიაში, პატარა პარტიებშიც შეიძლება რესურსის, ადგილის მონახვა, რათა დავიმკვიდროთ თავი, თუმცა, თქვენ იცით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა დღეს არის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდის ხმა ისმოდეს პოლიტიკაში.

რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი დაკავშირებულია ევროკავშირთან და თუ საქართველო სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი, პოლიტიკური ცხოვრება გახდება ბევრად უფრო მიმზიდველი. ძირითადად, ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკა არის მეორე სპეციალობა, ჰობი. ხშირად ვიძახით, რომ პოლიტიკური კლასი დაცლილია კონკრეტული განათლებისგან, კონკრეტული უნარებისგან. არანაირად არ მაქვს ცუდი დამოკიდებულება სპორტთან, მაგრამ მაგალითად, როდესაც თბილისის მერი არის კახა კალაძე, რომელსაც არანაირი განათლება არ მიუღია გარდა ბურთის დევნისა, ვხედავთ, როგორ აკეთებს საქმეს და კორუფციისკენაა მიდრეკილი. ამიტომ, როცა პოლიტიკური კლასი მიდრეკილია კორუფციისკენ, რა თქმა უნდა, ეს სივრცე არავისთვის არ არის მიმზიდველი, გარდა თვითონ იმისა, ვინც კორუფციით ცხოვრობს.

იმის განმაპირობებელი, რომ პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში გახდეს მიმზიდველი, არის თავისუფალი სასამართლო, თავისუფალი უწყებები, სისტემა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ადამიანის დევნაზე.

დღეს, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა საკუთარ თავს ვერ იპოვის, მაგალითად, მმართველ პარტიაში, რადგანაც დასაქმების ადგილი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ეს სამსახური რეალურად, ქვეყნის უსაფრთხოებას კი არ იცავს, ჩვენ დაგვდევს და, შესაძლოა, ახლა უყურებს კიდეც ამ ეთერს და იმის ამოცნობაზეა ორიენტირებული, ვინ ვისი შვილია, სად მუშაობენ მშობლები, იქნებ რამენაირად დავაშინოთ, რომ მათი შვილები ასე აქტიურად არ იყვნენ ჩართულები…

მესმის ეს პრობლემები, მაგრამ იმიტომ ვართ და ხართ ჩართულები ამ ბრძოლაში, რომ გაბედულები და ცვლილებებზე ორიენტირებულები ვართ, ხოლო ცვლილებები გარდაუვალია მონდომებით და ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური კლასი ქართულ რეალობაში“, – განაცხადა იგორ ნარმანიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...