შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე მეტად რომელი პარტიის ძალისაც ეშინია, სწორედ მისი,...

“ყველაზე მეტად რომელი პარტიის ძალისაც ეშინია, სწორედ მისი, ე.ი. ჩვენი ბილბორდები დაბლოკა ოლიგარქის მაფიოზურმა კლანმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის” ბილბორდების გაკვრის შეზღუდვას:

,,ყველაზე მეტად რომელი პარტიის ძალისაც ეშინია, სწორედ მისი, ე.ი. ჩვენი ბილბორდები დაბლოკა ოლიგარქის მაფიოზურმა კლანმა.

რატომ ეშინიათ მათ ასე, მე ციხეში ვარ, კოალიცია “ერთიანობას” არც ფული აქვს, რადგან გარდა ივანიშვილისა, ასევე 3 დიდი ბანკის კარტელიც ემტერება. ემტერება იმიტომ რომ ჩვენ საბანკო მონოპოლიის დაშლასა და განაკვეთების მკვეთრ შემცირებას ვგეგმავთ, ბანკის მფლობელების ზე-მოგების ხარჯზე და მაინც ოლიგარქი ჩვენს შეკრებებს ესხმის თავს, ჩვენს ფინანსებს და რეკლამას ბლოკავს, ჩვენი აკრძალვით იმუქრება.

ეს ყველაფერი ხდება იმიტომ რომ “ენმ”-მ 12 წლის განმავლობაში არ დაუშვა წინააღმდეგობის დროშა და უფრო მეტიც, სერიოზული შიდა განახლება მოახდინა, ახალი ძალით ჩაერთო ბრძოლაში და ერთადერთი გაერთიანებაა რომელსაც შეუძლია კოშმარად ქცეულ ოცნების მაჯლაჯუნებს გადაასწროს ამ არჩევნებში და სხვა ევროპულ ძალებთან ერთად მძლავრი ევროპული კოალიცია შექმნას.

და კიდევ ერთი, მე მგონი უკვე ოპოზიციურ მედიასაც გაებნა ყურადღება, გამოვიდა გუშინ რუსეთის დაზვერვის უფროსი და საჯაროდ მხარი დაუჭირა “ოცნებას” და ამას ისე სხვათა შორის აშუქებენ ვითომ არაფერი მომხდარა”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მოაშორეთ პროვოკატორები ქვეყანას!!! მოაშორეთ, სანამ სერიოზულ პროვოკაციაზე არ წამოგვაგეს!!!” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ღარიბაშვილის გარემოცვა ციხეში წავიდა!” – ელისო კილაძე

კორუფციის ბრალდებით გახმაურებული დაჭერების ფაქტებს ეხმაურება "ქრონიკა +"-ის მთავარი...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...