spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება...

“ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ” – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს.

კითხვაზე – რა გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე პარტნიორი ქვეყნების შეფასებები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, უსამართლო განცხადებები მოიმატებს.

დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებს მოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, დაჩაგრეს ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველომ მიიღო სტატუსი.

ყველანაირი პარამეტრით, სტატისტიკით, საქართველო გაცილებით წინ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე. ხალხიც გრძნობს ამ ყველაფერს.

ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე, არის პოლიტიკური პარტიებისა და მედიაპლურალიზმი, რასაც მივესალმებით. ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, პირველ რიგში, დავიცვათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოვახდინოთ ქვეყნის გაძლიერება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – გახდება თუ არა ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა, დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ მცდელობა, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ.

ოპოზიციის გამარჯვება არის ნულის ტოლი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“. სხვა პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე მიახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით: "გუშინ, გაფართოების საკითხებში...

“უნდა გჯეროდეს, რომ ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს” – თეონა ჭალიძე

ოპოზიციონერი სახალხო პოლიტიკოსი, თეონა ჭალიძე სოციალურ ქსელში თავისი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...