spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი...

“თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია” – სოფო ჯაფარიძე

თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია“, – სოფო ჯაფარიძე და ლაშა ფარულავა თბილისელ ამომრჩევლებს დიდუბეში შეხვდნენ

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, ყველა მოქალაქის განწყობა საოცრად ოპტიმისტურია. სოფო ჯაფარიძის თქმით:

ვაგრძელებთ თბილისში მოსახლეობასთან შეხვედრებს, ახლა დიდუბეში ვიმყოფებით და საოცარი განწყობაა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება, საქართველო გამარჯვებისთვის ემზადება, ქართველი ხალხი საქართველოს გამარჯვებისთვის ვემზადებით და ეს ყველგან თვალშისაცემია. ჩვენ მთელი დღის განმავლობაში დავდივართ, შევხვდით უამრავ ადამიანს და ყველას განწყობა არის ერთნაირი, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა დადგეს ევროპულ გზაზე, უნდა დასრულდეს სიღარიბე, უნდა დასრულდეს უმუშევრობა, უნდა დასრულდეს ის მართლაც უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისელებს აქვთ:

დაბალი ხელფასები, სამუშაო ადგილების არარსებობა, დაბალი პენსიები. ეს ადამიანები, მათ შორის, თბილისელები, იმსახურებენ ღირსეულ ცხოვრებას და აუცილებლად, 26 ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ქალაქს დავაყენებთ ევროპულ გზაზე და ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით კი: “დედაქალაქში საზოგადოებამ გაიღვიძა, ემზადებიან 26 ოქტომბრისთვის, ვინაიდან არჩევანი არის მარტივი: ერთიანობა, ევროპული კეთილდღეობა, ევროკავშირში გაწევრიანება, ძლიერი ოჯახი, პენსიონერების დაცვა, შემოსავლების ზრდა და ფასების მაფიის დამარცხება, რადგან ყველაზე მეტად თბილისელებს აწუხებთ მაღალი ფასები და დაბალი შემოსავალი. სწორედ ჩვენ, 26 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ ეს მაფიოზური, კლანური, კორუფციული მმართველობა და ევროპაში გაწევრიანებით უნდა ვუპასუხოთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც აქვთ თბილისსა და თბილისელებს“.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...