spot_img
მთავარიინტერვიუ"ბიძინა ივანიშვილს რაც ადარდებდა და ადარდებს, ეს არ...

“ბიძინა ივანიშვილს რაც ადარდებდა და ადარდებს, ეს არ იყო ხალხი და ქვეყანა, ეს გახლდათ მისი ქონება და ფული” – ამირან ნატრიაშვილი

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ახალგზარდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, ამირან ნატრიაშვილი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში, საუბრობს პარტია ,,ქართული ოცნების” დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მოსალოდნელ სანქცირებასთან დაკავშირებით:

,,ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომ საქართველოში შეცვალოს ქართველი ხალხის ნება და იმოქმედოს ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მიიღებს შესაბამის პასუხს ქართველი ხალხის მეგობრებისგან – ეს გახლავთ ამერიკა და ევროკავშირი.

ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი შედეგი გამოიღო ამ სანქციებმა, რადგანაც დღეს ბიძინა ივანიშვილს რაც ადარდებდა და ადარდებს, ეს არ იყო ხალხი და ქვეყანა, ეს გახლდათ მისი ქონება და ფული. ჩვენ დავინახეთ, სანქციების შემდეგ, თუ როგორ შეიცვალა მათი რიტორიკა, პოზიციები, თუმცა ქართველი ერი ჭკვიანია და ის ყველაფერს ხედავს და იაზრებს.

აუცილებლად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბერს არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამარჯვებას, ევროპულ მომავალს. ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ვინც იმოქმედებს, ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს ამერიკისა და ევროკავშირისგან.

ჩვენ დავინახეთ ,,ქართული ოცნების” შეშინებული ლიდერები, შეშინებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აკვარიუმით დადის მხარდამჭერებთან შესახვედრად – ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ მათი საქმე არის წასული, რომ მათ წაგებული აქვთ არჩევნები და აღარ იციან როგორ უშველონ საკუთარ თავს, რადგანაც მათ აუცილებლად მოუწევთ ქართველი ხალხის წინაშე პასუხისგება ყველა იმ დანაშაულზე, ქურდობაზე რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ამ 12 წლის მანძილზე ახორციელებდნენ.

ჩვენ ამ სანქციებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ ამერიკა და ევროპა ყოველთვის იყო ქართველი ხალხის გვერდით და ყოველთვის იქნება, რადგანაც ქართველი ხალხის ნება არის, რომ საქართველი იყოს დემოკრატიული ქვეყანა. სწორედ ამიტომ – 26 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე და მხარი დავუჭიროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს”, – განაცხადა ამირან ნატრიაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ჩემს ჯვარს გოლგოთამდე ავიტან, როგორი სირთულეებიც არ უნდა მივიღო განგებისგან” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“ეს ორი, თითქოსდა ერთმანეთის ანტიპოდი, სინამდვილეში ძალიან ბევრი რამით ჰგვანან ერთმანეთს და ბევრი რამ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს მე-3...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...