შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგია ნოდია: "ქართული ოცნება" ომის პარტიაა

გია ნოდია: “ქართული ოცნება” ომის პარტიაა

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია კონკრეტული განმარტებებით და თავისი არგუმენტებით ამტკიცებს, რომ მმართველი პარტია ომის პარტიას შეიძლება ჩაითვალოს:

ქართული ოცნება” ომის პარტიაა.

ის თავის მოწინააღმდეგეებს აბრალებს რუსეთთან ომის სურვილს, მაგრამ ეს პრიმიტიული ტყუილია, რუსეთთან ომის მსურველი ოპოზიციაში არ არსებობს.
მაგრამ ამ ტყუილს მეორე მხარეც აქვს: სხვისთვის ამგვარი ბრალდებებით ის ნიღბავს იმ რეალობას, რომ თავად არის ომის პარტია. ის მუდამ ომშია საკუთარ ხალხთან.

ეს ვლინდება იმაში, რომ ის, ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღიდან ოპოზიციურად განწყობილ საზოგადოებას მუდამ ომის ენაზე ელაპარაკებოდა და მას სრულ განადგურებას პირდებოდა.

„ოცნების“ მმართველობის პირველ წლებში ოპოზიციას მხოლოდ ნაციონალები შეადგენდნენ, მაგრამ ისინიც მოსახლეობის მესამედსა და მეოთხედს შორის იყვნენ. დღეს უკვე ცხადია, რომ ოპოზიცია ხალხის უმრავლესობაა, ხოლო პოლიტიკურად გათვითცნობიერებული ადამიანების დიდი უმრავლესობა.

შესაბამისად, დღეს ხელისუფლება საზოგადოების უმრავლესობასთანაა ჩართული ომში.

ომის ენის მთავარი ნიშანია ის, რომ შიდა მოწინააღმდეგე გარე მტრის (მისთვის – დასავლეთის) აგენტია, მისი მეხუთე კოლონაა. ეს არ არის მხოლოდ ენა, მხოლოდ „პიარი“ – ყველაფრიდან ჩანს, რომ თავად ბიძინა ივანიშვილი და ბევრი მისი მომხრე მართლა ასე ფიქრობს. ამიტომ ისინი ძალადობისთვისაც მზად არიან და ეს არაერთხელ აჩვენეს.

ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა „ოცნების“ დამარცხებაა. ამის შემდეგაც დარჩება მისი მომხრეების ბირთვი, ვისთვისაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლეობა, ვისაც ევროპული დემოკრატია უნდა, მტერია, მაგრამ ისინი ასე სახიფათონი აღარ იქნებიან“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვარდების რევოლუცია დღეს მსოფლიოში არის ჩვენი ბრენდი, ესენი კი დღესაც რევოლუციით აშინებენ ხალხს?” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების შესაძლო...

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...