შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების...

“მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე” – ლევან სანიკიძე

დაკავებიდან სამი წლის შემდეგ აღარავის ეპარება ეჭვი, რომ მიხეილ სააკაშვილი არამხოლოდ პოლიტიკური პატიმარი, არამედ ივანიშვილისა და პუტინის პირადი ტყვეა, ის ისჯება იმისთვის, რაც არ დაუთმო რუსეთს 2008 წელს, ისჯება იმ წარმატებისთვის, რასაც ქართველ ხალხთან ერთად 2003-12 წლებში მიაღწია და მისი თავისუფლების გზა ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე გადის“, – აცხადებს “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერი ლევან სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წლის თავზე ლევან სანიკიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითია:

“მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან სამი წელი გავიდა და ამ პერიოდის განმავლობაში, ვფიქრობ, აღარავის ეპარება ეჭვი პოლიტიკური ნიშნით მის პატიმრობაში. არამხოლოდ პატიმრობაში, არამედ ტყვეობაში. დღეს მიხეილ სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილისა და პირადად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ტყვე. ამაზე საუბრობენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები, მიღებულია არაერთი რეზოლუცია, ჩვენ მოვისმინეთ ამერიკის სენატის, კონგრესის წარმომადგენელთა განცხადებები, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

ეს არის პოლიტიკური ნიშნით დევნის კლასიკური მაგალითი, რისი მსხვერპლიც არის მიხეილ სააკაშვილი. ის ისჯება იმისთვის, რაც არ დათმო რუსეთს 2008 წელს, იმისთვის, რომ უარი არ თქვა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და მეტიც, 2008 წლის შემდეგ მან გააგრძელა ახალი, ძლიერი, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. ის ისჯება იმ წარმატებისთვის, რაც მან ქართველ ხალხთან ერთად, 2003-დან 2012 წლამდე შექმნა.

მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების გზა გადის ჩვენი ქვეყნის თავისუფლების გზაზე. 26 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც გათავისუფლდება საქართველო, რაც უარს იტყვის იმ საერთაშორისო იზოლაციაზე, რაშიც ჩვენი ქვეყანა არის დღეს მოქცეული, დაუბრუნდება ევროკავშირის გზას, შესაბამისად, გათავისუფლდება მიხეილ სააკაშვილიც, ვინაიდან და რადგანაც, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, იმ ქვეყნებში, სადაც ისწრაფვიან დასავლეთისკენ, პოლიტიკური პატიმრების ადგილი არ არის“, – განაცხადა  ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საპატიმროდან ემოციურ წერილს აგზავნის და იხსენებს...

პირველი აგვისტოდან სხვადასხვა უბანში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის დამატებით 1340 ადგილი გამოიყოფა

"პირველი აგვისტოდან მთაწმინდის რაიონში, ვაზისუბნისა და ბაგების დასახლებებში, დიდი...

“ივანიშვილი შავ აგვისტოს უმზადებს საქართველოს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...