spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ გურიას სიღარიბე და...

ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ გურიას სიღარიბე და უმუშევრობა მოუტანა, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ყველა გურულს ევროპული პასპორტი და პენსია ექნება – პაატა მანჯგალაძე

სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, თხილის მაფია, აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი გურიაში,“ – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ ოზურგეთში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გურიაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, საპენსიო დავალიანებები, თხილის მაფია და უმუშევრობის პრობლემა გურიაში დასრულდება:

მთავარი კითხვა ახლა არის, რა მოუტანა ივანიშვილის 12 წლიანმა მმართველობამ საქართველოს და კონკრეტულად გურიას? – სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები. დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი.

თხილის მაფია ადგილზე, რომელიც ძალიან იაფად იძენს გლეხის ნაშრომს და ნარკომაფია. აი, ეს არის ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის შედეგი.

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობას“, ჩვენ გვაქვს გეგმა, როგორ დავამარცხოთ სიღარიბე, როგორ გავხადოთ პენსია 1000 ლარი, როგორ შევქმნათ სამუშაო ადგილები, ჩამოვაწეროთ პენსიონერებს უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე დაგროვილო დავალიანება, საპენსიო დავალიანების განულება, დავამარცხოთ თხილის მაფია, – ეს ის საკითხებია, რის მოგვარებასაც ჩვენ ვაპირებთ გურიაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

პირველი, ეს არის ევროპული პასპორტი, რომელიც ექნება ყველა გურულს და ყველა ქართველს, ყველას ექნება ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი და ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არჩევნები არის იმაზე, თუ სად გვინდა ცხოვრება, სიღატაკეში თუ განვითარებულ და ევროპულ ქვეყანაში“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

მერაბ მეტრეველი: “ოცნება” აშკარად ომში გვითრევს🙂”

სუს-ის მიერ ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ირონიული შეფასებებით...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“გორში მომხდარ ძალადობაზე თავად “ოცნების” რეაქცია ამჟღავნებს მათი ძალაუფლების რეალურ ბუნებას – კრიმინალური, სისტემური,...

ელენე ხოშტარიას 4-პუნქტიანი განმარტებები გორში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით: "გორში მომხდარ...