spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ისინი მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ უღალატონ ქვეყანას" -...

“ისინი მზად არიან, ძალაუფლების სანაცვლოდ უღალატონ ქვეყანას” – პაატა მანჯგალაძე მმართველი პარტიის ლიდერებზე

რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ, მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის, ფოჩიანი კამფეტი საქართველოსთვის”, – ასე პასუხობს “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ლავროვის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, სამშობლოს სიყვარულის გამო ბოდიშის მტერთან მოხდა წარმოუდგენელია:

პირველი, ჩვენი პოზიციაა, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო და თავისუფლების გამო ბოდიშს არავის არ მოვუხდით, რაც შეეხება ლავროვს, რუსებს პოზიცია გაცხადებული აქვთ, მოლაპარაკებების წინაპირობად აცხადებენ ჩვენი მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების სუვერენულად აღიარებას, რაც არის, ფოჩიანი კამფეტი საქართველოსთვის. ისინი გვეუბნებიან, რომ ჯერ აღიარეთ, რომ ჩვენია და მერე დაგიბრუნებთ უკან და ვის სჯერა ამ ზღაპრის არ ვიცი.

“ქართული ოცნების” ლიდერების განცხადებები საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ისინი ძალაუფლების შენარჩუნებისთვისა და ქონების დაგროვებისთვის, მზად არიან, უღალატონ ქვეყანას. პირდაპირ ვამბობ, ისინი მზად არიან ყველანაირ დათმობაზე წავიდნენ რუსეთთან, ოღონდ შეინარჩუნონ ძალაუფლება, რაც არის საქართველოს ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი. ის, რომ თურმე ჩვენ ბოდიში უნდა მოვიხადოთ საქართველოს სიყვარულის გამო და ამის მერე ვიღაც დაგვირიგებს რაღაცას, ეს არის ფოჩიანი კამფეტი, რომელსაც არავინ არ შეჭამს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ვინც მიადგა სვანეთს ასაოხრებლად, ყველა საიქიოში არის – ისტორიულად ასეა!!!✌️” – თაკო ჩარკვიანი

სვანეთში ჰესების მშენებლობის საკითხის წამოწევას მწვავე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...