საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება ლევან სანიკიძის ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის სპიკერად დანიშვნას:
,,ძალიან მიხარია, რომ გადამწყვეტი არჩევნების დროს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის სპიკერი ლევან სანიკიძე იქნება, ლეგენდარული ლევან სანიკიძის შვილიშვილი.
ლევანს წლებია ვიცნობ, მას ძალიან პერსპექტიულ და პატრიოტ თანამოაზრედ ვთვლი. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი პარტიის კარი ღიაა ახალი ადამიანებისთვის.
მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერს მთავარი სიტყვას სწორედ ახალგაზრდები იტყვიან.
წარმატებები ლევანს ამ საპასუხისმგებლო საქმეში!”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი