spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"იმისთვის აგვირჩია მოსახლეობამ, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც...

“იმისთვის აგვირჩია მოსახლეობამ, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს” – კახა კალაძე

მოსახლეობამ იმისთვის აგვირჩია, რომ ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

დედაქალაქის მერმა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია Responsible Statecraft-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია შეაფასა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სუვერენიტეტისადმი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის დამოკიდებულება არაგულწრფელია.

ხალხი ყველაფერს ხედავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ყველაფერი ცხადი და ნათელია. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან პრობლემური? აქ გამჭვირვალობის შესახებ კანონი კი არ არის მთავარი სამიზნე გარედან – პრობლემა არის ორი რამ: ერთი, რომ სანქციებს არ შევუერთდით და ავხსენით, რატომაც არა.

სულელები ხომ არ ვართ?! გლეხი რომ ხარ და წვალობ, შენ ხომ არ დაგაზიანებთ?! ქვეყნის ეკონომიკას, საკუთარ თავს ხომ არ დავიზიანებთ?! ჩვენ ხელისუფლებაში რატომ ვართ? ხალხმა რატომ აგვირჩია? – იმისთვის, რომ გავატაროთ სწორი პოლიტიკა და ვაკეთოთ ისეთი საქმე, რომელიც ქვეყანას ზუსტად ისეთ ბოროტებას, თავსმოხვეულ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს აარიდებს, რაც ომთან არის დაკავშირებული; იმიტომაც ვართ ხელისუფლებაში, რომ ეს ყველაფერი ავირიდოთ და ქვეყანა სამშვიდობოს გავიყვანოთ; საქართველოს ინტერესები კი არ გამოვაყენებინოთ სხვას – პირიქით, შევინარჩუნოთ მშვიდობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ქვეყნის მოსახლეობა კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და ვის მიერ იმართება ეს ყველაფერი.

მეორე პრობლემაა ის, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი არ გაიხსნა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აზროვნებს სწორად, ხედავს, თუ როგორ მიდის პროცესები, ვინ მართავს და რა დგას ამ ყველაფრის უკან, რა უნდათ საქართველოსთან მიმართებაში.

რომ გამოდიან და ამბობენ, დემოკრატიის თვალსაზრისით ნაბიჯები უკან გადაიდგაო, რა ნაბიჯები გადადგა უკან საქართველომ, შეიძლება ვინმემ ერთი მაგალითი მაინც დაასახელოს?! წარმოუდგენელია ეს დამოკიდებულება და მიიღებენ შესაბამის პასუხს 26 ოქტომბერს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

აქვე, დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ქართული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკას აღნიშნულ სტატიაზე და განაცხადა, რომ ისინი საარჩევნო კამპანიას არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული ქვეყნების საელჩოებისთვის ატარებენ.

ფაქტები ძალიან მარტივია. რა კამპანია უნდა ჩაატაროს, ვისთან უნდა მივიდეს გვარამია ან მელია? ვის უნდა შეხვდნენ? რაზე უნდა დაელაპარაკონ? ვისთან უნდა მივიდეს ხაზარაძე? – იმ ხალხთან, რომელიც გააუბედურა, ქონება წაართვა თუ ვისთან უნდა მივიდნენ? ან რა უნდა დაპირდნენ?

ისინი საარჩევნო კამპანიას ატარებენ კონკრეტული ელჩებისა და საელჩოებისთვის. მათთვის ქვეყანა, მის შიგნით არსებული მდგომარეობა და ხალხი არ არსებობს.

ყველაფერი ცხადი და ნათელია – მათთვის არსებობს მხოლოდ და მხოლოდ გარე ურთიერთობები. განცხადებები, წამოცდენებიც ჰქონდათ, ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თუ ვის უფრო მეტი მისასვლელი ექნებოდა უცხოელებთან. ჩვეულებრივი აგენტები არიან. რასაც დაავალებენ, უბრძანებენ, ის უნდა შეასრულონ შეკითხვის დასმის გარეშე – რატომ? ეს არის მარტივი მოცემულობა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“დიახ, ამ “აკაცუკების” მიღებაზე მიწვევა იყო საელჩოს ჟესტი, თუ გნებავთ ფარული დემარში და “აკაცუკებისადმი”...

აშშ-ს საელჩოში გამართულ სადღესასწაულო ღონისძიებაზე ცალკეული პირების მიწვევას, გარკვეული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...