spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! შვილი შვილია, როგორიც არ...

“შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! შვილი შვილია, როგორიც არ უნდა იყოს” – ბაია დვალიშვილი კონკრეტულ მშობლებს მიმართავს

ტიკ-ტოკის პლატფორმაზე ბექა მაისურაძე მსახიობ ბაია დვალიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმ რეალობაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა – ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობა.

სერიალში ,,ჩემი ცოლის დაქალები”, სადაც გიორგი მარშანია ტრანსგენდერი ქალის, ნინოს როლს თამაშობდა, კესარია აბრამიძის მკვლელობის შემდეგ, ნინოს მოკვლის კადრები სოციალური ქსელის ყველა პლატფორმაზე აქტუალური გახდა.

სწორედ ამ პრობლემაზე ისაუბრა მსახიობმა ბაია დვალიშვილმა და განმარტებები გააკეთა, თუ როგორ იმოქმედა სცენარმა თუ გადაღებებმა მასზე და შემდგომში ასევე რაც რეალურად მოხდა ცხოვრებაში:

,,ახლა რომ ვნახე, სხვათაშორის, იმოქმედა. მომეწონა იმიტომ, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა ახლა, ეს ყველაფერი წინ უსწრებდა და სწორად გაკეთებული იყო, სწორი ტრაგიზმი იყო ჩადებული, სწორი მესიჯები იყო ამაში ჩადებული და ძალიან კარგი იყო გიორგი მარშანია. ჩვენ ძალიან დავმეგობრდით და მინდა გითხრა, რომ ისე განიცდიდა, ისე ნერვიულობდა და ისე უნდოდა, რომ ეს ყველაფერი ზუსტი ყოფილიყო, ძალიან მტკივნეულად და სიზუსტეს მოითხოვდა. სულ ვიყავი მის შემოწმებაში, გასწორებაში.

რაღაცა იცი უცებ სინამდვილეც ჩნდებოდა. ის სცენა, როცა შევდივარ და უკვე მოკლული მხვდება ნინო, ძალიან ბევრჯერ გადავიღეთ იმიტომ, რომ აპარატს ჰქონდა სირთულე ამ ჩასვლა-ასვლის. რაღაცნაირად ვიყოჩაღეთ და ყველამ სწორად გავიარეთ ეს გზა.

იმოქმედა მართალი რომ გითხრა. იმოქმედა იმიტომ, რომ მართლა საზარელი რაღაც გათამაშდა სერიალში და გათამაშდა ცხოვრებაში.

იმის მერე რაც ეს სერიალი გავიდა იმდენი წერილი მივიღე მესენჯერით, იმდენი ურთიერთობა გამიჩნდა ტრანსგენდერებთან და იმდენად ტრაგიკული და რთული თემა არის, იმდენ რამეს მოიცავს, დამწყდა გული, რომ ეს სერიალი მაინც ხანმოკლე იყო ეს თემა. შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი ყოფილიყო და კიდევ უფრო მძაფრი ყოფილიყო ეს ყველაფერი. იმიტომ, რომ ეს მიუღებლობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერად არის.

პირველ რიგში მივმართავ მშობლებს, რომლებსაც ჰყავთ, ვთქვათ – ჰქვია რომ შვილები. შენი სისხლი და ხორცია ისეთივე, ოდნავ განსხვავებულია, როგორც ჩვენ ერთმანეთისგან ყველა განვსხვავდებით. ასე განსხვავდება სამყარო ერთმანეთისგან. იმიტომაც არის საინტერესო და სულ ამოსაცნობი.

შვილი როგორ უნდა გაწიროთ?! გაწირული შვილები არიან ყველაზე ტრაგიკულები, უბედურები ისევე, როგორც მშობელი – მერე გაუბედურებული რჩება. შვილი შვილია, როგორიც არ უნდა იყოს ის”, – განაცხადა ბაია დვალიშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...

“გამოსაყრელები არიან ეს მუქთახორები, მაგათი უფროსის ხელმძღვანელობით. რაში იღებენ ხელფასს?!” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "აწარმოე საქართველო"-ს მიერ დაანონსებულ...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...