spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 სექტემბრის...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 28-30 სექტემბრის პერიოდისთვის

27 სექტემბერს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაში იქნება 28 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში.

სექტემბრის შუა პერიოდში გამოკვეთილი დინამიური გაუფასურების ტენდენცია, ბოლო კვირაში ერთგვარი დასტაბილურებით გაგრძელდა ახალ ნიშნულზე, თუმცა ისევ იგრძნობოდა გაუფასურების ნიშნები. კერძოდ, აშშ დოლართან მიმართებაში ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად განისაზღვრა შემდეგი კურსი კონკრეტული დღეებისთვის:

24 სექტემბერი – 2.7249;
25 სექტემბერი – 2.7266;
26 სექტემბერი – 2.7269;
27 სექტემბერი – 2.7285.

ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გაუფასურდა, 0.0012 ლარით დარჩა და 1 აშშ დოლარი 28 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 2.7297 ლარი ეღირება.

ანალოგიური სიტუაცია იყო ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად ლარის შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:

24 სექტემბერი – 3.0290;
25 სექტემბერი – 3.0347;
26 სექტემბერი – 3.0498;
27 სექტემბერი – 3.0428.

ეროვნული ვალუტა, ევროსთან მიმართებაში, ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0052 ლარით და 28 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო ეღირება 3.0480 ლარი.

სხვა ვალუტებთან მიმართებაშიც მეტნაკლებად ანალოგიური მდგომარეობა გამოიკვეთა. თუმცა, ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ვაჭრობაზე ლარი ისევ გაუფასურდა აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში. კერძოდ, ცალკეულ ვალუტასთან მიმართებაში, ლარის შემდეგი კურსი დაფიქსირდა (წინა ვაჭრობის კურსთან შედარებით), რაც იქნება 28 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში:

1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6551 ლარი (გაუფასურდა 0.0060 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0799 ლარი (უცვლელად დარჩა);
10 უკრაინული გრივნა – 0.6629 (გაუფასურდა 0.0005 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6053 ლარი (გაუფასურდა 0.0007 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.0508 ლარი (გაუფასურდა 0.0086 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.2346 ლარი (გაუფასურდა 0.0174 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.8932 ლარი (გაუფასურდა 0.0020 ლარით);
100 ინდური რუპია – 3.2613 ლარი (გამყარდა 0.0008 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 7.3782 ლარი (გაუფასურდა 0.0073 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.9065 ლარი (გაუფასურდა 0.0193 ლარით).

რუბლთან მიმართებაში, ცოტათი განსხვავებული სიტუაცია იყო და სექტემბრი, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, არასტაბილურობითა და საგრძნობი რყევებით გამოირჩეოდა, რაც ბოლო კვირაში გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო კვირის 5 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:

24 სექტემბერი – 2.9626;
25 სექტემბერი – 2.9577;
26 სექტემბერი – 2.9547;
27 სექტემბერი – 2.9300.

გარკვეული პერიოდი სტაბილური გამყარების შემდეგ ლარი ბოლო ვაჭრობაზე გაუფასურდა, 0.0173 ლარით 100 რუსულ რუბლზე და შესაბამისად, 28 სექტემბიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 2.9473 ლარი.

ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...