პარასკევი, აპრილი 11, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერება"გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა...

“გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები” – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ერთწლიანი ავტორიზაცია მიანიჭეს, რასაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებით გამოეხმაურა:

,,📣ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა (იხ. ამონარიდი დოკუმენტიდან).

გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას.

ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს”, – აცხადებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია.

ექსპერტთა დასკვნა

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს განცხადება

საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, გაცნობოთ, რომ რძე და...

“სარეალიზაციო ქსელიდან სრულად არის ამოღებული რძის (“სოფლის ნობათი”) ის კონკრეტული პარტია, სადაც აფლატოქსინ M1...

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს რძის პროდუქტებთან დაკავშირებით: "📢 სურსათის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რა უცნაურია ეს ცხოვრება. მთელი დღეა, გოგა ხაინდრავას დედის გინება მიდის, ექსკლუზიურად ჯაბა იოსელიანის...

საგამოძიებო კომისიაზე გაკეთებული განმარტებების შემდეგ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას მიმართ...

“ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კიდევ სამი პროექტის განხორციელება მიმდინარეობს” – კახა კალაძის განმარტებები

ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. პროგრამის მიმდინარეობის...