spot_img
მთავარირეგიონის ამბებითორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს "კოლხობას" დაესწრო

თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს “კოლხობას” დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სახალხო დღესასწაულს ,,კოლხობას“ დაესწრო. ღონისძიება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სარფის სანაპიროზე „ხელვაჩაურის დღეების“ ფარგლებში გაიმართა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დამსწრე საზოგადოებას „კოლხობა“ მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველა ასეთი სახალხო დღესასწაული ქვეყნის კეთილდღეობისა და ერთიანობის იდეას კიდევ უფრო აძლიერებს.

დღესასწაული სარფის სანაპიროზე ,,კოლხობის” სახელით 1979 წლიდან იმართება. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ანსამბლები და სხვა შემსრულებლები წარდგნენ. გაიმართა გასართობი აქტივობები, მოეწყო კვების სივრცეები, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ფოტოზონები და სპეციალური ინსტალაციები.

ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე, ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი და უმაღლესი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...