შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმსოფლიო ტურიზმის დღე აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

მსოფლიო ტურიზმის დღე აჭარა საინტერესო ღონისძიებებით უერთდება

28-29 სექტემბერს, აჭარაში მსოფლიოს ტურიზმის დღესთან დაკავშირებით საინტერესო ღონისძიებები იგეგმება. ერისიონი, ზვიად ბოლქვაძე და ბენდი, კახუჩელა და ხანუმები იქნებიან 28 სექტემბერს, ევროპის მოედანზე გამართული კონცერტის მთავარი შემსრულებლები. იქვე მოეწყობა კვების სივრცეებიც, სადაც ვიზიტორებს ქართული კერძების დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ჯგუფი „რეგიონი“ წარსდგება მსმენელის წინაშე 29 სექტემბერს, გონიოს ციხე სიმაგრეში გამართულ კონცერტზე და მაყურებლის საყვარელ ჰიტებს შეასრულებს. კონცერტი გაიმართება ქედის ცენტრალურ პარკშიც. კონცერტებზე დასწრება მსურველებს უფასოდ შეუძლიათ.

მნიშვნელოვანია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს წელს საქართველოში ჩაატარებს. 27 სექტემბერს, მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მაღალი რანგის სტუმრები, ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. წლევანდელი ღონისძიების მთავარი გზავნილია „ტურიზმი და მშვიდობა“. მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტ ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...