spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება...

“დღეს პენსიონერს წამალსა და საკვებს შორის არჩევანის გაკეთება უწევს, ეს უსამართლობა 2025 წლის 1 იანვრიდან დასრულდება” – სერგო ჩიხლაძე

ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის”, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ პენსიონერებზე უნდა იზრუნოს და მათ ღირსეული ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას:

დღეს პენსიონერს, ასაკოვან ადამიანს, უწევს არჩევანის გაკეთება – წამალი იყიდოს თუ საკვები, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა. უსამართლობაა ისიც, რომ ღარიბი საქართველოს ღარიბ მოქალაქეს 4-5ჯერ მეტის გადახდა უწევს საკუთარი ჯიბიდან წამლებზე, ვიდრე ევროკავშირის მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებს. ეს უსამართლობა უნდა დავასრულოთ.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ერთ-ერთი პირველი ინიციატივა, რომელიც განხორციელდება, ეს იქნება წამლების სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ სახელმწიფო გადაიხდის სრულად ექიმის მიერ დანიშნული წამლის საფასურს პენსიონერისთვის, მათ აღარ მოუწევთ წამალში ფულის გადახდა, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს ექიმის მიერ გამოწერილ ნებისმიერ წამალს, ნებისმიერი პენსიონერისთვის, ამას აუცილებლად გავაკეთებთ 2025 წლის 1 იანვრიდან, ამისთვის სათანადო ბიუჯეტური სახსრები მოძიებულია და არსებობს და ეს არის სახელმწიფოს, ჩვენი ვალდებულება, რომ ვიზრუნოთ ასაკოვნებზე და ამ ღირსეულ ხალხზე, რომელთაც ღირსეული ცხოვრება უნდა ჰქონდეთ”, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ერთ-ერთი მთავარი, თუ არა მთავარი მიღწევა “ნაცმოძრაობის” არის, ბოლო წლებში უმაგრესი ახალგაზრდობის მოზიდვა” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი სახეების...

“გადავწყვიტე, რომ ნანუკა იყოს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტია "ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" დაგეგმილ ძირეულ ცვლილებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...