შაბათი, აგვისტო 2, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინუ გეშინიათ, ოპოზიციაში რომ იქნებით თქვენგან განსხვავებით ჩვენ...

ნუ გეშინიათ, ოპოზიციაში რომ იქნებით თქვენგან განსხვავებით ჩვენ პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ – გიორგი ვაშაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმიანება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით „ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი ოპოზიციის დაშლაა, თუმცა ეს მათ არ გამოუვათ:

„ქართული ოცნების“ ერთადერთი მიზანი არის ოპოზიციის ერთიანობის დარღვევა, მაგრამ ეს არ გამოსდით. ათასნაირ ფორმულირებას იგონებენ, მაგრამ ეს კოვზი უკვე ნაცარშია ჩაგდებული, რადგან ბევრჯერ გააკეთეს ერთი და იგივე.

თუ 0 %-იანია ოპოზიცია, თუ არანაირი ძალა არ გვაქვს, მაშინ რატომ გეშინიათ პროპორციული არჩევნების?! დანიშნეთ პროპორციული არჩევნები და თქვენ თუ ამხელა მხარდაჭერა გაქვთ მოიგებთ არჩევნებს.

მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ თქვენი ყოველდღიური აქტივობა და კამპანია გაკლებთ საზოგადოების მხარდაჭერას. ყველანაირად ცდილობთ მაქინაციების ჩატარებას, ციფრების თამაშში გინდათ ხალხი შეიყვანოთ. ახლა იქამდე მიხვედით თურმე “ამერიკის ხმამ” არ იცის ინგლისური და მარტო თქვენ იცით, სადამდე უნდა დაეცეთ?

ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ ამ განცხადებებს გააკეთებდით. აბსოლუტურად მწყობრად, ჩვენი სტრატეგიის მიხედვით, გეგმაზომიერად ვიმოქმედებთ. საერთო ოპოზიციური თანამშრომლობის ფორმატს თქვენ ვერ დაშლით.

სწორედ, ამიტომ გუშინ ოპოზიციის შეხვედრა გვქონდა და ამ შეხვედრაზე ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტია შევთანხმდით, რომ თანამშრომლობას სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში, არა მარტო საარჩევნო სისტემაზე აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

უახლოეს მომავალში ჩვენ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მოვაწერთ თანამშრომლობის დოკუმენტს ხელს, იმიტომ, რომ სახელმწიფოზე ვფიქრობთ, ქვეყნის განვითარებაზე ვფიქრობთ, თქვენ კი სკამებზე ფიქრობთ. არჩილ თალაკვაძის ერთადერთი საფიქრალი ახლა არის ის, ისევ იქნება თუ არა პარლამენტის თავმჯდომარე ოქტომბრის შემდეგ. მე პირობას ვაძლევ, რომ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება. მოუწევთ მათ ოპოზიციაში გადასვლა, ნუ გეშინიათ ოპოზიციაში, რომ იქნებით თქვენგან განსხვავებით ჩვენ პოლიტიკურ დევნას არ დავიწყებთ.

სჯობს ადეკვატურად უპასუხოთ ჩვენი ამერიკელი მეგობრების განცხადებებს და რაც მთავარია ადეკვატურად უპასუხეთ საზოგადოებას. ხალხს, რომელიც დაიღალა ასეთი უსუსური ხელისუფლების ყურებით,“ – განაცხადა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც გაიმარჯვებს” – პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტული...

“რა ვიცი აბა ჯუანშერ, რანაირად აგცდებიან ესენი?! 🤷🏻‍♂️” – ლევან ხაბეიშვილი ჯუანშერ ბურჭულაძეზე

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სკანდალური ინფორმაციებით ეხმაურება...

“უბრალოდ ოკუპანტს დაუძახე ოკუპანტი, შალვა!” – ბაია პატარაია

სამოქალაქო აქტივისტი, ქალთა უფლებების დამცველი, კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“უეჭველად წაგებულ არჩევნებში შესვლით ერთადერთი რასაც ვინმეს გამოგლიჯავთ, მხოლოდ საკუთარ თავს იმ დარჩენილ, შერყეულ...

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეული პარტიების მხრიდან თვითმმართველობის...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...