სამშაბათი, აპრილი 29, 2025
6.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური...

დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას საქართველოს ხელისუფლებაში – არჩილ თალაკვაძე

აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ 2020 წლისთვის დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე  – “მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ 2020 წლისთვის სრული პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა დადო, მიუხედავად ამისა, რომ კონსტიტუციურად 2024 წლისთვისაა ეს გარანტირებული”, ამისკენ ნაბიჯების გადადგმაა და კომპრომისები მნიშვნელოვანია და თუ მოლაპარაკებები წარუმატებლად დამთავრდება, ეს საქართველოს უფრო მეტ პრობლემებს შეუქმნის“.

აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის თავმჯდომარე. არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ კონგრესმენმა, თავის ინტერვიუში, მოუწოდა ყველა მხარეს პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ:

თუ ყურადღებით ნახავთ ამ ინტერვიუს, კონგრესმენმა მოუწოდა ყველა მხარეს პასუხისმგებლობა გააცნობიერონ და გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისკენ.

ჩვენ ნაბიჯები გადავდგით და როგორც იცით, ყველა მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც იყო ჩვენი პარტნიორების თუ ოპოზიციის მოთხოვნები, არსებობს კონკრეტული სამართლიანი შეთავაზებები და პირობები.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც, კონგრესში, ჩვენი მეგობრების პოზიცია და ჩვენი პოზიცია, არის საერთო.

აშშ-ში ჩემი ვიზიტის დროს კინზინგერი და სხვა კონგრესმენები საქართველოში მოვიწვიე, რომლებიც ქვეყანასთან დაკავშირებით ინტერესს გამოთქვამენ. ძალიან წაგვადგება, თუ კონგრესმენები შეთავაზებას მიიღებენ და საქართველოში ჩამოვლენ.

მესმის, რომ კონგრესმენების განცხადებებს სხვადასხვა თარჯიმანი გამოუჩნდება ხოლმე, მათ შორის, ოპოზიციის დესტრუქციულ ნაწილში. მე მინდა, ჩვენს კოლეგებს ოპოზიციის ამ ნაწილიდან, პირდაპირ ვუთხრა, რომ დასავლეთი არასოდეს დაუჭერს მხარს საქართველოში ნულოვანი მხარდაჭერის მქონე პოლიტიკური პარტიების მოსვლას ხელისუფლებაში იმ ლიდერებით, რომელთაც აქვთ უმძიმესი პოლიტიკური და სამართლებრივი ბიოგრაფია,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

მიხეილ სააკაშვილი: “მალე ერთად გავათავისუფლებთ საქართველოს! 🇬🇪”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე...

“ტრამპის ფეიკი ხელის დაქნევაც კი თუ ასე გიხარიათ, რას შემოავლეთ ამ ქვეყანას რუსული მავთულხლართი?”...

ვატიკანში პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიაზე მიხეილ ყაველაშვილისა და დონალდ...

“უსამართლობა და ცინიზმია იმ ჟურნალისტის ციხეში ჯდომა, რომელმაც მიუკერძოებელი და ობიექტური მედია პლატფორმები შექმნა!”...

გამოცემების “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ პოსტს...

“გამონახეთ დრო საკუთარი შვილებისთვის” – მედეა ლეჟავა

ბავშვთა ფსიქოლოგი, მედეა ლეჟავა სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს, თუ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...