spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა ყველას გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი...

“მინდა ყველას გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და მისი თანამებრძოლები არის 5 ნომერი, მხოლოდ 5” – გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ, ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე ისაუბრა და შედარებები გააკეთა 2003 წლის ცვლილებებთან:

ძალიან ემოციური დღეა დღეს ჩემთვის. რომ მოვედი და დავინახე აქ ჩაბნელებული ზუგდიდი, გამახსენდა 90-იანი წლები. მე პეკინის ქუჩაზე ვცხოვრობ და გამახსენდა ის წლები, როდესაც ხალხი გამოდიოდა და საბურავებს წვავდა ქუჩაში და ისე ამზადებდნენ სადილს და ორ დღეში ერთხელ რომ გვაძლევდნენ ერთი საათით დენს. შემდეგ, 2003 წელს მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში და გაანათა ქვეყანა. „ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის განათების და დარწმუნებული ვარ, რომ ისევ მოვლენ ახალი პროგრამით, იმ გამოცდილებით, რომელიც უკვე მათ აქვთ და შემოიტანენ ისევ სინათლეს, გაანათებენ ქვეყანას, მე ამის მჯერა.

ფინიშის ხაზზე ვართ, ძალიან ცოტა დაგვრჩა 26 ოქტომბრამდე. ეს ისტორიული არჩევნებია, ჩვენი ყოფნა არ ყოფნის, ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა არ ყოფნის საკითხი უნდა გადაიჭრას და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. საქართველომ მრავალი საუკუნის წინ გააკეთა ეს არჩევანი, უკვე პირველი საუკუნიდან, როდესაც მოხდა ქრისტიანობის გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, მათ გააკეთეს უკვე არჩევანი დასავლეთზე და ცოტახნის შემდეგ დამკვიდრდა ქვეყანაში მიწაზე კერძო საკუთრება. ქრისტიანობა და მიწაზე კერძო საკუთრება იყო ის ღერძი, რომელზედაც იდგა ჩვენი სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს ჰქონდა სხვადასხვა კულტურებთან, სხვადასხვა ცივილიზაციებთან შეხება, მაგრამ ეს იყო ის ღერძი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა და დღესაც იქ ვდგავართ. 26 ოქტომბერს მე დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთდება ის ერთადერთი არჩევანი.

თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი შვილი თავიდანვე მოუწოდებდა საზოგადოებას გაერთიანებისკენ. ეს გაერთიანება მისი აზრით იყო გადარჩენის ყველაზე უტყუარი პირობა. ვერ შედგა სამწუხაროდ ეს გაერთიანება, როგორც წარმოედგინა ჩემს შვილს, მაგრამ არის გაუგებრობა, ეს ადრეც ხდებოდა ხოლმე. როგორც მოგეხსენებათ მიხეილ სააკაშვილი აღიარებული სახელი იყო და ბევრს უნდოდა მასთან ყოფნა და რაღაცის გამო ვერ იყვნენ მასთან, მაგრამ საზოგადოებაში ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ არიან მიხეილ სააკაშვილთან ერთად და სინამდვილეში ხმას აძლევდნენ სხვა პარტიას. დღესაც არის ასეთი შემთხვევები, მე დავდივარ, ვხვდები ხალხს და ვხედავ, რომ ისევ არის ეს გარკვეული გაუგებრობა და მინდა ყველას გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და მისი თანამებრძოლები არის 5 ნომერი, მხოლოდ 5.

მე ყველას ვუსურვებ გამარჯვებას, ვინც იბრძვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის, ყველას ვუსურვებ წარმატებას და წინ გამარჯვებისკენ!“ – განაცხადა გიული ალასანიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...