spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება - შეუძლია...

“როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება – შეუძლია ბევრი ფოტო გადაიღოს სამახსოვროდ” – პაატა მანჯგალაძე კობახიძეზე

“აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ” – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს უარს ეტყვის:

მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა.

აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძვირფასო აბიტურიენტებო, წარმატებებს გისურვებთ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე!” – გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გივი მიქანაძე აბიტურიენტებს...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...