ორშაბათი, მარტი 17, 2025
10.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა, ამ დღეებში, რომ...

“უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა, ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს” – ზაალ ანჯაფარიძე

ზაალ ანჯაფარიძე ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებასთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით:

ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის და აშშ-ს ბოლო დემარშების ფონზე, მიხვდით ბოლოსდაბოლოს მიუხვედრელნო, რომ საქართველოს არ შეიძლება ჰყავდეს მუდმივი მეგობრები და მტრები!!! ჩვენს ქვეყანას უნდა ჰქონდეს მუდმივი ინტერესები და მათ შესაბამისად იმოქმედოს.

ბოლო დღეებში გახშირდა საუბრები და ინფო-შემოგდებები კოლექტიური დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების დასანქცირებაზე.

მას შემდეგ რაც დასავლეთი ივანიშვილს დაასანქცირებს, რომელსაც ისედაც შეჩერებული აქვს წვდომა საკუთარ აქტივებზე, ეს იქნება სიგნალი სხვა მდიდარი ადამიანებისადმი, რომ ათჯერ დაფიქრდნენ ვიდრე ევროპასა და ამერიკაში საკუთარ აქტივებს განათავსებენ.

უთხრა ვისაც საჭიროა იმას, ივანიშვილმა, ამ დღეებში, რომ არანაირი შანტაჟის და ზეწოლის ქვეშ საქართველოს ომში არ ჩააბამს, უფრო მეტიც, თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ, ეს კიდევ უფრო გაამყარებს ბიძინა ივანიშვილის ისედაც დიდ მხარდაჭერას ჩვენს საზოგადოებაში. ამით ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი (ავადმყოფ ნაწილს არაფერი ეშველება) კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ადგილი აქვს აშშ-ს და ევროკავშირის უპრეცედენტო და უხეშ ჩარევას 26 ოქტომბრის არჩევნებში, აქედან გამომდინარე შედეგებით“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“სანქციები მხოლოდ დასაწყისია – მოძალადე რეჟიმის სრული იზოლაცია უნდა მოხდეს” – გიორგი ვაშაძე

დიდ ბრიტანეთში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის მთავარ მიზანზე საუბრობს “სტრატეგია...

“თქვენი პროპაგანდა თოვლში ჩაფლულ მანქანას ჰგავს – რაც უფრო აწვებით, მით უფრო ეფლობით. იცოდეთ,...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“რეალურად ოპოზიცია არ არსებობს, დანგრეულ-გაუბედურებულ-გაფარჩაკებულია” – კახა კალაძე

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის ე.წ. ლიდერი,...

“არასადაც არ წავალ! თუნდაც იმიტომ, რომ მერე, უკან დაბრუნება, ჩათლახობა იქნება” – გოჩა მირცხულავა

საქართველოდან, კონკრეტული მიზეზების გამო, ემიგრაციაში წასულებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობა განპირობებულია იმით, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფოებრიობა” – თინა ბოკუჩავა

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან კომენტარს...

“მთავარი ნარკორეალიზატორი ქვეყანაში არის “ქართული ოცნება”, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს” – პაატა მანჯგალაძე

პარლამენტში ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვები იწყება. აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს...

“თავისუფლების ხარისხის ყველაზე ნათელი მაჩვენებელია, რამდენად შეძლებ უახლესი ისტორიის სწორ ანალიზს” – ბეჟან ჯავახია

ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი,...