შაბათი, მაისი 10, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "ოცნების" ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება, ეს...

გიორგი ვაშაძე: “ოცნების” ხელისუფლებაში დარჩენა, ივანიშვილის სანქცირება, ეს არის საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა, რომელიც საქართველოს აბსოლუტურ იზოლაციაში მოაქცევს

გვჭირდება ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ, იზოლაციისკენ და რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლეადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები”, – ამის შესახებ“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმალიდერმა, გიორგი ვაშაძემ ივანიშვილის მოსალოდნელ სანქცირებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძე ივანიშვილთან დაკავშირებით აშშ-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ ივანიშვილი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების დავალებით მოქმედებს:

ორი უმძიმესი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გუშინ მივიღეთ – ერთი მხრივ, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი და ამასთან ერთად დაფინანსების შეწყვეტაზე და მეორე მიმართულება, ეს არის სანქციები. ბიძინა ივანიშვილის სანქციები არ არის მხოლოდ მისი სანქციები, ეს არის, ფაქტობრივად, საქართველოს ეკონომიკური კოლაფსისკენ გზა. ეს არის გზა, რომელიც საქართველოს მოაქცევს იზოლაციაში და უმძიმეს ვითარებაში ჩავვარდებით აბსოლუტურად ყველა.

წარმოიდგინეთ, ოცნების ხელისუფლებაში დარჩენით, ივანიშვილის სანქცირებით, საქართველო კარგავს უვიზო მიმოსვლას ევროპასთან, საქართველო კარგავს მილიარდობით დაფინანსებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტებიდან, რაც ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლასა და დანგრევას და მეორე მხრივ, გვყავს ხელისუფლებაში ადამიანი, რომელიც მხილებულია რუსეთთან თანამშრომლობაში.

მინდა გუშინდელი ინფორმაციიდან ტექსტი ამოვიღო და ყურადღება მიაქციოთ – ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობა რუს ოლიგარქებთან, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. რაც ყველაზე საგანგაშოა, მინდა ხაზი გაუსვათ, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებებით გაატარა.

პირდაპირ ვამბობ, რომ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები ყველა ამ ფაქტის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ 26 ოქტომბერი გადამწყვეტია. საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევით, “ოცნება” მარცხდება, მაგრამ ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. ერთიანობა იმიტომ, რომ არ წავიდეთ სიღატაკისკენ და იზოლაციისკენ, არამედ წავიდეთ განვითარებისკენ, ევროკავშირისკენ, ყველას გვქონდეს ევროკავშირის პასპორტი, ის 14 მილიარდი მივიღოთ, რომლითაც შეგვიძლია ქვეყანა ფეხზე დავაყენოთ. და რაც მთავარია, რუსულ სადაზვერვო სამსახურებთან მოთანამშრომლე ადამიანებს ვუთხრათ უარი, ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები”, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ერთი კაცი დაიღალა კასრში ძვირადღირებული კაციჭამია ვირთხების მოშენებით და იაფფასიანი ინკუბატორის...

"ქართული ოცნების" ახალ სპიკერებთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გამოთქვამს ანალიტიკოსი,...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...