spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად,...

“ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე 1 კვირით ადრე დაწყება, იყო შეცდომა” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აკეთებს ,,ლელოსთან” ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით:

,,პირველ რიგში, მინდა ვაღიარო, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესის არჩევნებამდე ასე ახლოს და მოუმზადებლად, ცესკოში სიების წარდგენამდე 1 კვირით ადრე დაწყება იყო შეცდომა, თუმცა, ჩვენი მხრიდან პრეზიდენტის ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, ასევე არ იქნებოდა სწორი.

ეს მოლაპარაკებები უფრო ადრე უნდა დამესრულებინა, მაშინვე, როგორც კი ვერ მოხერხდა ნეიტრალურ პლატფორმაზე შეთანხმება.

ჩემი მხრიდან, ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმის საკითხის დათმობამ, მეორე მხარის სიხარბე წაახალისა, რამაც პროცესი შეიყვანა ჩიხში.

გუშინ დაწყებულმა შავმა პიარმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მიზანი გახდა არა სამართლიანი შეთანხმების მიღწევა, არამედ ის, თუ ვის დაბრალდებოდა შეთანხმების ჩაშლა.

დიახ, წერტილი დავსვი! მე წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მიზანი გადამერჩინა – ჩვენი ორი გუნდის სამომავლო შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივა, პოლარიზაციისა და ორპოლუსიანობის დასასრულებლად.

წერტილი დავსვი იმიტომ, რომ მოლაპარაკებების დაწყების მიზანი შევიდა ჩიხში. სამწუხაროდ, თავდაპირველი მიზანი დაიკარგა სიხარბეში, ვიღაცისთვის მთავარ მიზნად იქცა მოლაპარაკებების ჩაშლის მეორე მხარისთვის დაბრალება, ვიღაცისთვის კი ნებისმიერ ფურცელზე ხელის მოწერა.

ჩვენ აქამდე არ გვისაუბრია საჯაროდ მოლაპარაკებების საკითხებზე, გავუფრთხილდით როგორც თავდაპირველ მიზანს, ისე მეორე მხარეს, რომელთანაც მომავალში თანამშრომლობას ისევ ვაპირებთ.

ახლაც, ვასაჯაროებთ მოლაპარაკების მხოლოდ იმ პირობებს, რაც, ერთი მხრივ, დააკმაყოფილებს საზოგადოების სამართლიან ინტერესს და, მეორე მხრივ, შეინარჩუნებს მომავალში თანამშრომლობის რესურსს.

რას არ დათანხმდა ხაზარაძე:
1. ნეიტრალურ პლატფორმას
2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიან პარიტეტულ პრინციპს
3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპს როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან.

ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთმობდით ყველაფერს – პარტიას და პარტიულ ნომერს – რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და პროცესი საბოლოოდ და სრულად ააცილა თავდაპირველ მიზანს.

ამიტომ, ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველი მიზნისთვის აუცილებელ პირობებს და საჯაროდ ვაცხადებთ ჩვენს მზაობას შემდეგი საკითხებით:
1. ნეიტრალური პოლიტიკური პლატფორმა
2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი
3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც ქართულ ოცნებასთან, ისე ნაციონალურ მოძრაობასთან

მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს და მამუკა ხაზარაძეს. კარგია, რომ ეს საუბარი დაიწყო, რაც მომავალში რეალური თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობის მომცემია.

მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა პროცესმა იმედგაცრუება არ გამოწვიოს.

ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც ნიშნავს ქვეყანაში ევროპული მომავლის დაცვას და პოლარიზაციის დასრულებას, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ!

მადლობა!”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“9 მაისი ჩვენი არაა, რუსებისაა. ქოცებისაც, ცხადია. ქართველებმა 8 მაისი უნდა აღვნიშნოთ, როცა ცივილიზებული...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს...

“სალომე ზურაბიშვილმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა, მერამდენე უკვე სათვალავი მერევა…” – ანა დოლიძე

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...