spot_img
მთავარიანალიტიკაფასების ზრდა ხილზე - 25.1 %, რძის პროდუქტებზე...

ფასების ზრდა ხილზე – 25.1 %, რძის პროდუქტებზე – 19,2 %, ხორცის პროდუქტებზე – 15,1 % – საქსტატის ანგარიში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში ინფლაციის დონის შესახებ ახალ შედეგებს აქვეყნებს. ფასები გაზრდილია თითქმის ყველა სახის სურსათზე: ხილზე, ბოსტნეულზე, ხორც-პროდუქტებზე და ა.შ. როგორც საქსტატის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფებზე ფასების ცვლილებამ.

საქსტატმა გამოაქვეყნა, როგორც თვიური პროცენტული მაჩვენებლების ანგარიში, ასევე წლიური რეპორტი ფასების ზრდის მიხედვით. ამ ანგარიშის მიხედვით ფასების ზრდა ფიქსირდება, როგორც წინა თვეში, ასევე სტატისტიკის ეროვნული სამსახური გვთავაზობს ერთი წლის ფასების პროცენტულ მონაცემებს.
ამ მონაცემების მიხედვით ფასები წინა წელთან შედარებით გაზრდილია შემდეგ პროდუქტებზე:
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: „ხილი და ყურძენი 25.1 პროცენტიანი ზრდა, რძე, ყველი და კვერცხი 19.2 %, ხორცი და ხორცის პროდუქტები 15.1 %, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 11.2 %, ბოსტნეული და ბაღჩეული 11.1 %, თევზეული 10.3 %, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 8.7 %, ზეთი და ცხიმი 7.4 %, პური და პურპროდუქტები 5.6 %, ყავა, ჩაი და კაკაო 5.0 %,”

საქსტატის მონაცემებით აგრეთვე ფასების ცვლილებაა მომსახურების სფეროში.

სასტუმროებზე, კაფეებზე და რესტორნებზე ფასები გაზრდილია 8,7 % _ით.
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 8.7 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში შეადგინა 0.39 პროცენტი. ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საზოგადოებრივ კვებაზე 9.5 %, ისე ღამის გასათევით მომსახურებაზე 1.3 %,” – ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ანგარიშში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...