spot_img
მთავარიჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკაქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ...

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. როგორც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა, მათ სეზონური გრიპი ჰქონდათ. რაც შეეხება ამდროინდელ მდგომარეობას, კლინიკაში დაკვირვების ქვეშ ოთხი პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგვზავნილი.

როგორც ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, კორონავირუსის სავარაუდო სიმპტომებით პაციენტები ძირითადად ქუთაისის აეროპორტიდან შემოჰყავთ. ანუკა ლიპარიშვილის თქმით, ახალი ინფექციური კლინიკა არჭურვილია შეასაბამისი ბოქსირებული განყოფილებებით, სადაც კორონავირუსის საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტები და მასთან შემხებლობაში მყოფი პირები თავსდებიან.

კლინიკა აღჭურვილა თანამედროვე სტანდარტების ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული იზოლირებული განყოფილებებით, სადაც თავსდებიან კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებით შემოსული პაციენტები.

ბოლო მონაცემებით, 9 პაციენტი მივიღეთ, მათ შორის იყო 7 წლის მოზარდი, რომელიც მშობლებთან ერთად იტალიაში იმყოფებოდა.

საბედნიეროდ, არცერთ მათგანს კორონა ვირუსი არ დაუდგინდა.

ამ ეტაპზე დაკვირვების ქვეშ 4 პაციენტი იმყოფება, რომელთაც ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და მონაცემები ლაბორატორიაში გადაიგზავნა,“ – განაცხადა ანუკა ლიპარიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ახალი, აქამდე უცნობი ვირუსი, სახელწოდებით COVID-2019 საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. კორონავირუსი აღმოაჩნდა მასთან ერთად მყოფ კიდევ ერთ პირს და იტალიაში სამოგზაუროდ მყოფ 31 წლის ქალს. ირანი და იტალია, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის შემდეგ კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით ყველაზე ცხელი წერტილებია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში ვირუსის აფეთქების შესახებ ინფორმაცია 2019 წლის დეკემბის ბოლოს გახდა ცნობილი.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, პაატა სალია, ნესტან ვერულაშვილი, გიორგი არევაძე, მარიამ წულაია – ეს...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, ტვ "პირველის" ეთერში, ემოციური შეფასებებით...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...