spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და...

“ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივად გააჩერა” – სოფო ჯაფარიძე თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებულ მშენებლობაზე

ეს არის პროექტი, რომელსაც უნდა ეხსნა ჩვენი ქალაქი საცობებისგან, უნდა ეხსნა თბილისის ეკოლოგიური კატასტროფისგან“, – განაცხადა ბრიფინგზე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ თბილისის შემოვლითი რკინიგზის შეჩერებულ მშენებლობასთან დაკავშირებით:

“ეს არის პროექტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ბიძინა ივანიშვილმა დანაშაულებრივად გააჩერა. ეს არის პროექტი, რომელსაც უნდა ეხსნა ჩვენი ქალაქი საცობებისგან, უნდა ეხსნა თბილისის ეკოლოგიური კატასტროფისგან.

ახლა, როცა ჩვენ პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ, ათასობით ადამიანი საცობშია, დაიწყო სწავლა და ჩვენი შვილები საცობებში ატარებენ დროს. მე, როგორც სამი შვილის დედას, შვილების ბევრ აქტივობაზე მომიწია უარის თქმა რადგან ამ ქალაქში გადაადგილება, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

მაგრამ მე გპირდებით, რომ 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი ქალაქი იქნება ქალაქი საცობების გარეშე, უსაფრთხო ჩვენი შვილებისთვის, ნამდვილი ევროპული, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი. დიახ, ჩვენ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ჩვენ ვირჩევთ ქალაქს საცობების გარეშე და, რაც მთავარია, ჩვენ ვირჩევთ ეკოლოგიურად სუფთა ქალაქს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს ბიძინა ივანიშვილი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...