spot_img
მთავარიინტერვიუ"ივანიშვილს ჰგონია, რომ მისი ხათრით, თუ პირველ ნომრად...

“ივანიშვილს ჰგონია, რომ მისი ხათრით, თუ პირველ ნომრად იქნება, გაზრდის ქართული ოცნების რეიტინგს” – ნიკა ჩიტაძე

საერთაშორისო სწავლების კვლევითი ცენტრის დირექტორი, ექსპერტი საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხებში, პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში ვარაუდებს გამოთქვამს იმის თაობაზე, თუ რატომ აღმოჩნდა ,,ქართული ოცნების” სიის პირველი ოცეულის სათავეში პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი:

,,ბიძინა ივანიშვილი რომ არის სიის პირველ ნორმად, ეს შეიძლება ახსნილი იქნას რამდენიმე ფაქტორით.

პირველი, – ბიძინა ივანიშვილი დეფაქტო აღიარებს, რომ ,,ქართულ ოცნებაში” ყველაფერი არ არის დალაგებული და ისე ვერ ვითარდება, როგორც მას სურს. აქ ლაპარაკია, რომ კონკრეტულად ,,ქართული ოცნების” ფარგლებში ვერ ვითარდება ყველაფერი, არა ვთქვათ ის, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება და არასწორი გზით მიდის.

მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილის პრიორიტეტი არის ძალაუფლების შენარჩუნება, მათ შორის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობის გაუარესების ფასად. ამიტომაც ჩათვალა, რომ ,,ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ აქვს პრობლემა. ამიტომ დღეს ის არის პოლიტიკაში. რეალურად მან აღიარა, ასე ვთქვათ, პრობლემები, რადგანაც თავის დროზე განაცხადა, რომ ,,არ არის საჭიროება, მე რომ ვიყო პოლიტიკაში. იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი მოგვარებულია. თუ ჩემი პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი ისევ დადგა დღის წესრიგში, ე.ი. ყველაფერი გუნდში წესიერად არ არის” .

მეორე საკითხია, რომ ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს 2012 წლის რეალობით. 2012 წელს გვახსოვს, რომ ბევრმა მისცა ხმა ,,ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილის ხათრით, უფრო სწორად ფულის ხათრით. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ რეალისტები უნდა ვიყოთ. ბიძინა ივანიშვილი არ არის არც ილია ჭავჭავაძე და არც ექვთიმე თაყაიშვილი, რომ ხალხს პოლიტიკური ლიდერისთვის და ეროვნული მოღვაწისთვის მიეცა ხმა, ფული რომ არ ჰქონოდა ხმას ვერ მიიღებდა ვერც ივანიშვილი და ვერც ,,ქართული ოცნება”.

2012 წელს თუ ივანიშვილს მისცეს ხმა, როგორც იძახიან, რეალურად ფულს, დღეს ვითარება შეცვლილია. ივანიშვილს ჰგონია, რომ მისი ხათრით, თუ პირველ ნომრად იქნება, გაზრდის ქართული ოცნების რეიტინგს, რაც არასწორია”, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წარმატებას ვუსურვებ ცოტნე ივანიშვილის კარგ წამოწყებას და იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი მომავალში კიდევ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი პოზიტიური შეფასებებით ეხმიანება და მხარდაჭერას გამოხატავს...

“დიდი სირცხვილია, როცა ათი ერთს ცემს, მაგრამ კიდევ უფრო დიდი სირცხვილია, როცა ათასი ამ...

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...