spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"60% რომ მიიღოს "ოცნებამ", უნდა დაიმატოს 400 000...

“60% რომ მიიღოს “ოცნებამ”, უნდა დაიმატოს 400 000 ხმა… ეს არის ოცნება” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია YouTube-ის საკუთარ პლატფორმაზე, გადაცემა ,,გახარიას კვირაში” საუბრობს ,,ქართული ოცნების“ პროცენტულ მაჩვენებელზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან გამომდინარე, ასევე, თუ რა მოლოდინები უნდა იყოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის:

,,2020 წელს, მაშინ გახსოვთ, რომ მე ვიყავი ,,ოცნების“ პირველი ნომერი, მაშინ იყო კოვიდი, მე მაშინ გამიკვირდა – დიდი რაოდენობით ამომრჩეველი მოვიდა. ეს იყო 1 მლნ 990 ათასი, 2 მლნ-ს აკლდა ცოტა, მაშინ ,,ოცნებამ“, რომელსაც ძალიან პოზიტიური და ძლიერი კამპანია ჰქონდა, აიღო 900 000 ხმა.

2021 წელს – უკვე მუნიციპალურ არჩევნებზე, მოვიდა დაახლოებით 1 მლნ 800 ათასი – 100 000-ით ნაკლები, მაშინ ,,ოცნებამ“ აიღო 800 000 ხმა. მოდით, ყველანი შევთანხმდეთ, რომ იმდენად მნიშვნელოვან არჩევნებს ველოდებით, მე დარწმუნებული ვარ, რომ 2 მლნ ადამიანი – დაახლოებით იმდენი, რამდენიც კოვიდის დროს მოვიდა, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მოვა.

60% რომ მიიღოს ,,ოცნებამ“, უნდა დაიმატოს 400 000 ხმა.

თქვენს სანაცნობო წრეში, თუ არსებობს 1 ადამიანი, ძალიან რომ მოგინდეთ და იპოვით თუ არა, რომელიც 2020 წლამდე ,,ოცნებას“ ხმას არ აძლევდა არასოდეს და ახლა გადაწყვეტს ,,ოცნებას“ მისცეს ხმა?!

მე ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც აძლევდა ,,ოცნებას“ ხმას, სჯეროდა ,,ოცნების“, უზარმაზარ ნდობას უცხადებდა ,,ოცნებას“, დღეს 2020 წლიდან 4 წლის გასვლის შემდეგ, არცერთ შემთხვევაში, ,,ოცნებას“ ხმას არ მისცემს.

,,ოცნება“ რასაც იტყუება, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ დამატებით ბოლო არჩევნებიდან 800 000 ხმა ჰქონდათ მიღებული, 400 000 დამატებით ახალი ხმა უნდა მიიღონ. ეს არის ოცნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით...

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...