spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ...

“საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ისეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყნის ინტერესები გაატაროს” – კახა კალაძე

ვისაც მართლა აქვს სურვილი, რომ კარგი საქმე აკეთოს ამ ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ემსახუროს ამ ქვეყანას და არა ვიღაც სხვას, გაატაროს არა რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესები, არამედ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გვერდით დაუდგება ასეთ ორგანიზაციებს თუ ადამიანებს“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანასების გზით მათი მოსყიდვის საფრთხეებს ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესების დაცვისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ნაბიჯია:

ჩვენ მივესალმებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც მართლა კეთილ საქმეს აკეთებს და ისეთ საქმეს აკეთებს, რომელიც ამ ქვეყნისთვის მართლაც მნიშვნელოვანია. რატომაც არა, ყველანაირად ხელს შევუწყობთ, დავეხმარებით, დავაფინასებთ.

გუშინ პრემიერმა ვრცლად ისაუბრა აღნიშნულ გადაწყვეტილებათან დაკავშირებით და ის შანტაჟი, რომელიც მოდიოდა უცხოეთიდან, ამ ორგანიზაციების მიმართულებით, რომ თქვენ თუ დარეგისტრირდებით, ჩვენ არ დაგაფინანსებთ – ეს ძალიან მძიმეა. შესაბამისად, ვისაც მართლა სურვილი აქვს, რომ კარგი საქმე აკეთოს ჩვენი ხალხისთვის, ჩვენ გვერდით დავუდგებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უკეთესი ხომ არ იქნებოდა არასამთავრობოების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები ხელისუფლებას სოციალური პროგრამებისკენ მიემართა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ისედაც აკეთებს და მომავალშიც გააგრძელებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, სოციალურად დაუცველებსაც დავეხმარებით, უსახლკაროებსაც, ყველა იმ ადამიანს, ვისაც სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან დახმარება და ხელშეწყობა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, წინ წავიდა, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და პრობლემები.

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იქამდე, ვიდრე ამისი საჭიროება იქნება. ყველა ოჯახს და ყველა ადამიანს გვერდით დავუდგებით.

რაც შეეხება არასამთავრობოებს, სახელმწიფო ხელს შეუწყობს, ეს იქნება ფიზიკური პირი თუ კონკრეტული ორგანიზაცია, ვინც საქვეყნო საქმეს აკეთებს და ემსახურება თავის სამშობლოს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ეს 9 მაისს იმიტომ აღინიშნება, რომ კრემლმა არ ისურვა ზეიმი თავის სიტუაციურ მოკავშირეებთან და...

8-9 მაისს გამარჯვების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...