spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მაოხრებელი" - გიგი უგულავა

“ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მაოხრებელი” – გიგი უგულავა

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში მწვავე შეფასებებს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიმართ:

,,ყველაზე სამარცხვინო არის ის, როცა ადამიანი, რომელიც არის შეშინებული; მშიშარა ადამიანი, რომელიც საკუთარ ხალხთან, საკუთარ მომხრეებთანაც კი ვერ ბედავს, რომ გამოვიდეს ჩვეულებრივად და მართავს ამ ქვეყანას, მიათრევს რუსეთში; ადამიანი, რომელიც დუშ-კაბინით დაიარება, შუშის ბრონირებული აკვარიუმით – მსგავსი რამ არ ჩაუდენია საქართველოს ისტორიაში არავის.

ჩვენ გვყავდა პრეზიდენტები, რომლებიც სიკვდილამდე მიიყვანეს, გვყავდა პრეზიდენტები, რომლებსაც ესროდნენ, აფეთქებდნენ, ბომბავდნენ, ყველაფერი ეს გამოვლილი გვაქვს, მაგრამ ასეთი სამარცხვინო მმართველი საქართველოს არასდროს არ ჰყოლია.

სწორედ ამიტომ უნდა დავფიქრდეთ – ადამიანი, რომელიც მშვიდობით სპეკულირებს, ადამიანი, რომელიც განსხვავებული აზრის და ყველას დაჭერით იმუქრება, პრაქტიკულად თვითონ ხელს აწერს სამოქალაქო დაპირისპირებას. ივანიშვილი უდრის სამოქალაქო დაპირისპირების ამ ქვეყანაში. ივანიშვილი თუ დარჩა ხელისუფლებაში ეს ქვეყანა შეიძლება გაიხლიჩოს. ივანიშვილი არათუ მშვიდობის მომტანია, ივანიშვილი არის მაოხრებელი ამ ქვეყნის იმიტომ, რომ ყველაზე დამანგრეველი ნებისმიერი ერისთვის არის სწორედ სამოქალაქო დაპირისპირება.

სამწუხაროდ, ივანიშვილი არის ბილეთი სამოქალაქო დაპირისპირების. ეს არის მთავარი პრობლემა და ამის გამო არის ეს ადამიანი მაოხრებელი, შავი ჭირი ამ ქვეყნისთვის და ეს ადამიანი უნდა მოვიშოროთ, როგორც დაავადება თუ გვინდა, რომ სახელმწიფოებრივი სხეული გაძლიერდეს და ამ კრიზისიდან გამოვიდეს’’, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის რეჟიმის მიერ გაფორმებული პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელსაც სამართალთან საერთო არაფერი აქვს” – “ოპოზიციის...

4 ოქტომბრის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, პოლიტიკური განცხადებით...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...