შაბათი, ივლისი 26, 2025
29.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა"...

“ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა” – გიორგი ვაშაძე

კობახიძე რას ამბობს? მთავარია ჩვენმა, ივანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. მას უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში”, – ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები კორუფციულ სქემებს ვერ გამოიძიებენ:

ირაკლი კობახიძემ დღეს ყველას პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მოგვცა. აი, თურმე, რატომ ებრძვიან არასამთავრობო სექტორს, რა აღელვებს კობახიძეს, ივანიშვილს, მის დაჯგუფებას? ამ კითხვებზე პასუხი პირდაპირ გვითხრა ირაკლი კობახიძემ, მათ აწუხებთ, რომ კორუფციულ ფაქტებს როდესაც ავლენს სამოქალაქო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს მათთვის არის მიუღებელი. მათ უნდათ, რომ ქვეყანა ძარცვონ, მათ უნდათ, რომ ძარცვის უფლება შეინარჩუნონ. და ახლა არასმთავრობო, ხაზს ვუსვამ არასამთავრობო, სიტყვაშიც კი ჩანს არასამთავრობო ორგანიზაციები მათ უნდათ, რომ აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად. შეხედეთ, რაშია საქმე, ისინი ამბობენ, რომ არასამთვრობო ორგანიზაციები მიუკერძოებლები კი არ უნდა იყვნენ, არამედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდათ, რომ დააფინანსონ, რომ ისინი აქციონ სამთავრობო ორგანიზაციებად.

როგორც პროკურატურა, ანტიკორუფციული თუ სამართალდამცავი ორგანოები ხელს აფარებენ მათ კორუფციულ ძარცვის გეგმბს, ისე დააფაროს უკვე ამ სამთავრობო ორგანიზაციებმა “ არასამთავრობო ორგანიზაციების” სახელით მათ მიერ კორუფციულ სქემებს. აი, მეგობრებო, ზუსტად ეს არის, რატომაც ვერ ვიღებთ 14 მლრდ ევროს ევროკავშირისგან. 14 მლრდ ევროს საქართველო მიიღებს ევროკავშირისგან, თუ არსებობს გარანტია ამ 14 მლრდ ევროს არავინ არ მიითვისებს. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები არის ამის გარანტია, მიუკერძოებელი ანტიკორუფციული ინსტიტუცია, რომელსაც ჩვენ გეუბნებით.

კობახიძე კიდე რას ამბობს? ჭირსაც წაუღია 14 მლრდ, მთავარია ჩვენმა ივიანიშვილის გარემოცვამ ძარცვოს ეს ქვეყანა. ანუ მას უნდა, რომ დანიშნოს ორგანიზაციები, როგორც ეს ხდება რუსეთში, დაარქვას მათ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები, დააფინანსოს მათი ბიუჯეტიდან, მოკლას მათი მიუკერძოებლობა და ძარცვოს ქვეყანა, გაგაღარიბოთ თქვენ და გამდიდრდნენ თვითონ. ეს აღიარებითი ჩვენება მოგვცა დღეს ირაკლი კობახიძემ. როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები იყვნენ არასამთავრობო? არასამთავრობო ორგანიზაცია იმიტომ არის, რომ მას მთავრობა არ აფინანსებს და ის არის მთავრობის მაკონტორლებელი, რაში იხარჯება ფული, ვინმემ ხომ არ მიითვისა? ამაშია რეალურად საქმე, ამას ებრძვის ქართული ოცნება, მას უნდა ძარცვის უფლება შეინარჩუნოს და ფაქტობრივად მოკლას დამოუკიდებელი ინტიტუციის სახით მიუკერძოებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მათ უკონტროლებენ ხარჯებს, ტენდერებს, ჯიბეში, რომ ფულს იდებენ. ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არა მხოლოდ 14 მლრდს ვერ მივიღებთ, რომელზეც ჩვენ ვართ ამის გარანტი და ჩამოვიტანთ საქართველოში, არამედ იმ პროექტებსაც, რომელიც დღეს ევროპიდან ფინანსდება”, – განაცხადა ვაშაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “გზა გამარჯვებამდე გადის ნამდვილ ერთიანობაზე. თუ ამას შევძლებთ, რეჟიმი დამარცხდება და ქვეყანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ წერილში...

“საქართველოს მეგობრებს თავი დაანებე, წადი სწორი ნახე, კოჭი გააგორე წინასთან და მარგოსთან ერთად😡” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე თბილისის მერის, კახა...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში ლარსაც კი არ იხდის” –...

“ხალხი 300 ლარზე იბეგრება, ივანიშვილი კი ნახევარ მილიარდიან ნახატებში...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ამ პაპანაქება სიცხეში ამდენი ხალხის შეკრებას პრეცედენტი არ აქვს და მეტყველებს ჩვენი აქტიური მოქალაქეების...

19 ივლისს გამართულ საპროტესტო აქციას, პოზიტიური შეფასებებით, ეხმაურება საქართველოს...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...