ორშაბათი, ნოემბერი 3, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბები"დღეს ჩვენი დედაქალაქი რეალურად დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე"...

“დღეს ჩვენი დედაქალაქი რეალურად დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე” – სოფო ჯაფარიძე

რეკრეაციულ ზონებში ქაოტური მშენებლობების გამო, თბილისში მწვანე მასივი უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე. 26 ოქტომბერს თუ ავირჩევთ ერთიანობას, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი”, – აღნიშნა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ, თბილისში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.

თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ ბრიფინგზე და დეტალური განმარტებები გააკეთა შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით:

რამდენიმე დღეა ძალიან აქტიურად ვხვდებით ვაკის მოსახლეობას. შევხვდით უამრავ ადამიანს, ვიყავით ძალიან ბევრ ოჯახში და ძალიან რთულია ის პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც “ქართული ოცნების” მავნებლური პოლიტიკის გამო დგანან ეს ადამიანები, მაგრამ არ შეიძლება არ გამოვყოთ ერთ-ერთი პრობლემა, რა პრობლემაც არამხოლოდ ვაკის მოსახლეობას, არამედ მთელ თბილისს აქვს.

დღეს ჩვენი დედაქალაქი რეალურად დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. ხედავთ რა ხდება, ხედავთ როგორ მასიურად ხმება ხეები. მწვანე მასივი ფაქტობრივად უდიდესი საფრთხის წინაშე დგას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე.

თბილისი აუცილებლად უნდა იყოს ევროპის დედაქალაქი, სადაც იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო და სადაც რეკრეაციულ ზონებში არ იქნება ასეთი ქაოტური მშენებლობები. “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება გაისქელონ ჯიბეები მათმა ჩინოვნიკებმა და მათთან დაახლოებულმა ბიზნესმენებმა, რამაც მიგვიყვანა ამ ეკოლოგიურ კატასტროფამდე, რა კატასტროფის წინაშეც დღეს თბილისელები დგანან. ჩვენ აუცილებლად ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ, აუცილებლად ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ის ქაოტური მშენებლობები, რაც დღეს თბილისში ხდება და რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს ფაქტობრივად მწვანე ქალაქი იქცა ბეტონის ჯუნგლებად.

ჩვენ 26 ოქტომბერს ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა დავასრულოთ. 26 ოქტომბერს სასწორზე დევს 14 მილიარდიანი დახმარება, 26 ოქტომბრის შემდგომ ჩვენ თუ “ქართული ოცნების” იზოლაციაში დავრჩებით, კიდევ უფრო მეტად გავღატაკდებით, კიდევ უფრო მეტად დაიცლება ჩვენი ქვეყანა, მაგრამ თუ ავირჩევთ ერთიანობას, ჩვენკენ აუცილებლად წამოვა 14 მილიარდიანი დახმარება და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ის წარმოუდგენელი პრობლემები, რა პრობლემების წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზიციონერზე მეტად ბიძინა ივანიშვილი გაპროტესტებთ, გამხელთ და ბრალს გდებთ” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული მინიშნებებით, მმართველ პარტიას და მის...

“შავი დღეები ელით “ლუკოილსა” და “როსნეფტს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

ცესკო: “გრძელდება რეალობის გაყალბების მცდელობა 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით”

გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაფიქსირეებულ კრიტიკურ პოზიციებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მორჩა თქვენი მორალური უპირატესობა, ქოცებო‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, ორი ხელისუფლების თავდაცვის...

“ყველას გახსოვთ, როგორ მწვავედ დავუპირისპირდი ბურჯანაძეს, მუდამ ვამხელდი მის ღიად ღალატს და ვახსენებდი საზოგადოებას...

ბელარუსში, პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან ნინო ნურჯანაძის შეხვედრას მწვავე პოლიტიკური შეფასებებით...

“ნუ მთხოვთ, სიმპათიით ვიყო იმ პერსონების მიმართ, ვინც აქციაზე მიშას ბანერებს ებრძვის და ეს...

26 ოქტომბრის საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, მიხეილ სააკაშვილის ბანერებით...

“ვინც პრო&ი ბავშვივით იჭიჭყინებს და “მე”-დან “ჩვენ”-ზე არ გადავა, აუთსაიდერი იქნება” – ნანუკა ჟორჟოლიანი

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი,...