spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები...

კახა კალაძე: არ გვაქვს იმის ფუფუნება, დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი

ჩვენ არავითარ შემთვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სამცხე-ჯავახეთში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დღეს სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ვიმყოფებოდით. ნახეთ, თუ რამდენი ადამიანი იყო მოსული ღონისძიებაზე. ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდეს ეკონომიკური განვითარება.

მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის ფუფუნება, შესაძლებლობა, რომ დავუშვათ შეცდომები და ამ შეცდომებმა დააზიანოს ჩვენი ქვეყნის მომავალი. თუ გადავხედავთ ჩვენს უახლეს ისტორიას, გამოვლილი გვაქვს ისეთი დღეები, როდესაც დავუშვით შეცდომები, რომელთაც დღესაც ვიმკით და ჯერაც არ მოგვიშუშებია ის ჭრილობები, რომელიც მივიღეთ.

შესაბამისად, გვჭირდება მშვიდობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, გუნდი, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში მშვიდობა შეინარჩუნოს, განავითაროს მისი ეკონომიკა, არის „ქართული ოცნება“. ძლიერი ეკონომიკით და ქვეყნით შევძლებთ იმ დიდ ოჯახში შესვლას, რასაც ევროპა ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...