spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს...

“არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები” – თამარ კორძაია

არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები, აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები კომპლექტდება გაუმჭვირვალე პროცედურებით”, – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი თამარ კორძაია საუბნო-საარჩევნო კომისიის დაკომპლექტებაზე.

საუბნო-საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე თამარ კორძაიამ კონკრეტულ საკითხებზე, პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება:

გუშინ დასრულდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყველა დონის საუბნო კომისიების დამტკიცების პროცესი. მთავარი და მნიშვნელოვანი რაც იყო ამ პროცესში, არის ის, რომ არც ცესკომ და არც საოლქო-საარჩევნო კომისიებმა არ გაითვალისწინეს ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის დასკვნები და რეკომენდაციები. ყველა რეკომენდაცია იყო დარღვეული როგორც საოლქო, ასევე საუბნო კომისიების წევრთა შერჩევისას.

აქედან გამომდინარე, შეუძლებელია, საარჩევნო ადმინისტრაციამ შექმნას სამართლიანი საარჩევნო გარემო იმ პირობებში, როცა ქვედა დონის კომისიები, რომლებიც პასუხისმგებლები არინ არჩევნების გამართვაზე, კომპლექტდება ისეთი გაუმჭვირვალე, არასამართლიანი პროცედურებით, რომელიც პოლიტიკური პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას იმსახურებს.

ეს პროცესი იმით დაიწყო, რომ ცესკომ საოლქო კომისიის დროებით წევრებად რამდენიმე დღის წინ გაუმჭვირვალე პროცესით აირჩია ძირითადად ის პირები, რომლების უმრავლესობა არის საჯარო სამსახურებში ხელმძღვანელი თანამდებობის პირებსა და საკრებულოს წევრებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები, კონკრეტულად, 219 არჩეული პირიდან, მხოლოდ ადმინისტრაციული რესურსს წარმოადგენს 101, ხოლო ნეპოტისტური კავშირებით არჩეულს – 21 პირი.

ამას გარდა, შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას ამ არჩევნებზეც ახალი არაფერი შემოუთავაზებია. კონკურსის გამოცხადების დროს სამართლებრივი აქტით არ განსაზღვრა მონაწილე კანდიდატების შერჩევის კონკრეტული კრიტერიუმები, რაც საშუალებას მისცემდა ყველას, ღია და გამჭვირვალე კონკურსის პირობებში, საჯარო პროცესში, გამოევლინა პროფესიული წევრები.

კონკურსის დასრულებიდან ერთ დღეში ყველა საოლქო კომისიაში დაინიშნა სხდომები, რამაც შეუძლებელი გახადა ოპოზიციული წევრების მხრიდან საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა იმ მინიმალური სტანდარტითაც კი, რის საშუალებასაც საოლქო კომისიები იძლეოდნენ;

კანდიდატებსა და შესაბამისად, არჩეულ კომისიის წევრებს შორის, მთელი საქართველოს მასშტაბით, არიან უმთავრესად საჯარო მოსამსახურეები, საჯარო მოხელეები, ქართული ოცნების აქტივისტები, თანამდებობის პირებისა და საოლქო კომისიების ხელმძღვანელი პირების ნათესავები, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები.

ყველა ჩართული მხარისთვის ნათელია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შეფასებისთვის მთავარი განმსაზღვრელი არის არა მხოლოდ საარჩევნო პროცედურების ცოდნა ან გამოცდილება, არამედ სწორედ მისი საქმიანობის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ნეიტრალურად წარმართვა, რაც სამწუხაროდ არცერთ არჩევნებზე არ მომხდარა და თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ აირჩიეს წელს კონკრეტული პირები, გვაქვს მოლოდინი, რომ არც ამ არჩევნებზე მოხდება.

და ბოლოს: პროცესის შეფასებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უმრავლეს შემთხვევებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა ვერ შეძლო მაღალი ქვორუმით, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების ნდობა ამ კომისიის წევრებს არ აქვთ”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“3 თვეა დედა არ მინახავს, 3 თვეა მისი ხმა არ გამიგია…” – ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა პლიუსის" დამფუძნებლის, ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი სოციალურ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...