spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს "ოცნების" ლიდერების და იმ...

“ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს “ოცნების” ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული” –

„ჩვენ ვხედავთ, რომ ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ“, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ოცნებამ“ იზოლაციის პოლიტიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ ბოლო წლებში კიდევ უფრო გააძლიერა:

ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, რომელსაც განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში ატარებს, ეს არის საქართველოს იზოლაცია ყველა მისი მეგობრისგან, აშშ-სგან, ევროკავშირისგან, ევროპის ქვეყნებისგან და მათი ამ პოლიტიკის ნაწილია ზუსტად ის, რასაც აკეთებს ბატონი კობახიძე სენატის წარმომადგენლებთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ზარქუა და კობახიძე რიტორიკით დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ისინი სენატორებს მუდმივად შეურაცხყოფენ. ესენი არიან ერთი დონის პოლიტიკოსები, მათ სათავეში უდგას კობახიძე-ივანიშვილი და ზუსტად ეს ლანძღვა დასავლელი პოლიტიკოსების, ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობრების, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ქვია საქართველოს იზოლაცია, რასაც ატარებს „ქართული ოცნება“. სანქციების პროცესი ჩართულია, ამ ყველაფერს თავისი პროცედურები და ნაბიჯები აქვს და უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ სანქციებს „ოცნების“ ლიდერების და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არსება, თავის დროზე იყო “ახალი თაობის” უნაძირლესი ჟურნალისტი და მერე რა თქმა უნდა,...

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში “ქართუ ჯგუფის”...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“ნებისმიერი მათი ინიციატივა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის” – ირაკლი კობახიძე “ოპოზიციის ალიანსზე”

"ოპოზიციის ალიანსი" 26 მაისის მასშტაბული საპროტესტო აქციისთვის ემზადება. აღნიშნულთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...