spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ნაცმოძრაობის მიღმა ეძებს ხსნას,...

“ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ნაცმოძრაობის მიღმა ეძებს ხსნას, ვერ ხვდება, რომ საკუთარ დასაკლავ დანას ლესავს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციურ ველზე შექმნილ რეალობას კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება:

არც დღეს დავწერდი არაფერს, რომ არა ის უგვანობა რასაც ვხედავ და კიდევ უარესი – რაც ვიცი. მოკლედ, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გამარჯვებისთვის კი არა, საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის. ასეთი კოგნიტიური დისონანსი ქართულ პოლიტიკას არასოდეს ჰქონია ერთი შეხედვით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით.

“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას ერთიანობის უდიდესი შანსი შეუქმნა. ღიად საუბრობენ კოლექტიური ნაცმოძრაობის – ანუ, ამ წუთისთვის პოტენციურად ბარიერის გადამლახავი სუბიექტების განადგურებაზე. ეს გზავნილი ობიექტური გააზრებით ერთიანობის წინაპირობაა. და თუ ერთიანობა არ შედგა, ან შედგა ნაცმოძრაობის გარეშე, (“კოლექტიური ნაცმოძრაობის” კონტექსტში ხომ არაფერი იცვლება) ისინიც ნადგურდებიან. არ ნადგურდებიან თუ მავანთ ინდივიდუალური ინდულგენცია აქვთ, ისევ და ისევ “ქართული ოცნებისგან”. უფრო გასაგებად, ან შეკრულები არიან ოცნებასთან, ან მორიგჯერ დემონსტრირებენ სასარგებლო იდიოტობას საქართველოს საზიანოდ.

ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარიაო, ეს “კლასიკაც” კი არ ახსოვთ ოპოზიციაში – “ძალა ერთობაშიას” თავს თუ დავანებებთ.

ახლა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ნაცმოძრაობის მიღმა ეძებს ხსნას, ვერ ხვდება, რომ საკუთარ დასაკლავ დანას ლესავს.

და ბოლოს, თბილისი პატარა ქალაქია პოლიტიკოსო ბიჭებო და გოგოებო, ძალიან პატარა. უფრო სწორად, ერთი კომუნალკაა და კედლებში ხმა გადის სუს-ის გარეშეც.

არჩევნებამდე ჰა, ჰა ერთი-ორჯერაც ვეცდები რამე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი სახელმწიფოა და თქვენთვის – ქვეყანა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გოჩა მირცხულავა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ჯაშუშობის გამო დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, ერთგვარ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩვენ ეს მზაკვრული გეგმა ჩავშალეთ, რაც დღემდე ვერ უპატიებია პუტინს” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 22 წლის წინანდელ კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...