spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: "26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია -...

გიორგი ვაშაძე: “26 ოქტომბერს არჩევანი ძალიან მარტივია – ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში თუ სიღატაკეს იზოლაციაში”

26 ოქტომბერს, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, გთავაზობთ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია და დაყოფა“, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ოქტომბერში გამარჯვების შემდეგ ევროინტეგრაციის პროცესი განახლდება და ამერიკასთან უვიზო მიმოსვლაც გააქტიურდება:

26 ოქტომბერს არჩევანი არის ძალიან მარტივი, ირჩევ კეთილდღეობას ევროპაში, თუ აფერადებ 41-ს ირჩევ სიღატაკეს იზოლაციაში. მოდით, ახლა ვნახოთ რას გთავაზობთ ჩვენ და რას გთავაზობთ “ქართული ოცნება”.

“ქართული ოცნება” გთავაზობთ და ღიად ამბობენ ამას, დაყოფას, დაპირისპირებას და მეტ პოლარიზაციას. ყველა მათი ლიდერი გამოდის და იმუქრება ყოველი პრეზენტაციის დროს. ეს არის ის პრობლემა, რაც “ქართულმა ოცნებამ” ამ ქვეყანაში მოიტანა. ჩვენ რას გთავაზობთ? ჩვენ გთავაზობთ ერთიანობას და ეროვნულ თანხმობას, 26 ოქტომბერს ჩვენი, ყველას ერთად გამარჯვების შემდეგ გთავაზობთ ეროვნული თანხმობის აქტი გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს მტრობა, პოლარიზაცია, დაყოფა და დაპირისპირება.

“ქართული ოცნება” გთავაზობთ დიქტატურის დამყარებას იმიტომ, რომ ისინი ამბობენ გაუქმებენ თავისუფალ მედიას, გააუქმებენ სამოქალაქო სექტორს და გააუქმებენ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ამის ნათელი დასტურია სენატორი ჯინ შაჰინის განცხადება, რომელიც ნათლად ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” აირჩია დიქტატურის დამყარების გზა. ჩვენ ამის საპირისპიროდ გთავაზობთ ევროპული ტიპის დემოკრატიას, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია, სადაც სასამართლო იცავს ადამიანის უფლებებს, სადაც არავინ არ დგას ვინმეს ზემოთ და მაღლა.

შემდეგი – “ქართული ოცნება” გთავაზობთ იზოლაციას,სქართევლოს ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო დაბლოკვას. იმიტომ, რომ ეს პროცესი შეჩერებულია და მათი გამარჯვება ნიშნავს, რომ დასრულდება ევროინტეგრაციის პროცესი. ჩვენ გთავაზობთ ევროკავშირში დაჩქარებულ ინტეგრაციას, ევროკავშირის პასპორტს, რომელიც არის ყველაზე დაცული პასპორტი მსოფლიოში და გთავაზობთ უვიზო მიმოსვლას აშშ-ში.

“ქართული ოცნება” გთავაზობთ დასავლური ინვესტიციების შეჩერებას და ფაქტია, რომ ბევრი ინვესტიცია გაჩერდა საქართველოში. ჩვენ კი გეუბნებით, რომ ჩვენი გამარჯვებისთანავე ავამოქმედებთ 14 მილიარდიანი აღმშენებლობის ფონდს საქართველოსთვის. ეს არის ევროპული და ამერიკული ფონდები, რომლებსაც მოვიზიდავთ, რომლებიც უზრუნველყოფს სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას ქვეყანაში, რაც მთავარია უზრუნველყოფს ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას.

“ქართული ოცნება” გეუბნებათ, რომ კარგად ცხოვრობთ და ის დაბალი ხელფასები და უმუშევრობა, რომელიც არის გეუბნებათ, რომ არის სრულებით ნორმალური და აბსოლუტურად კარგი, რომ 300; 400; 500; ლარიანი სამსახური სრულიად საკმარისია. ჩვენ კი გეუბნებით, რომ საშუალო ხელფასი უნდა იყოს 3500 ლარი და სწორედ იმ 14 მილიარდით და სხვა ინვესტიციებით, რასაც მოვიზიდავთ წარმოების განვითარებით სოფლის მეურნეობაში, მილიარდიანი სუბსიდიით, რომელიც ევროპიდან წამოვა. ტექნოლოგიების განვითარებით 3500 ლარი იქნება საშუალო ხელფასი და მინიმალური ხელფასი იქნება 1500 ლარი.

აი ეს არის ნაწილი იმის, თუ რა არჩევანის წინაშე დგახართ ყველანი თქვენ 26 ოქტომბერს. მე დარწმუნებული ვარ კეთილდღეობა ევროპაში აუცილებლად გაიმარჯვებს სიღატაკაზე იზოლაციაში იმიტომ, რომ ჩევნი არჩევანი არის განვითარება, ჩევნ გვინდა მეტი წინსვლა, ჩევნ გვინდა ევროპაში შესვლა, ჩვენ გვინდა უვიზო მიმოსვლა ამერიკასთან, ჩვენ გვინდა მაღალ ანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და მითუმეტეს არ გვინდა დიქტატურა“, – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ირაკლის არაფერში სჭირდება ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრულად განწყობილი ევროპარლამენტარების “ზრუნვა” ,”შეშფოთება” და “წუხილი”…!” –...

ევროპარლამენტარებს, მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ განხორციელებულ სამართლებრივ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“დავუბარე, რომ ეს მსუბუქად რომ ვთქვა – სირცხვილია და ალბათ მათთვის უფრო მძიმედ –...

თბილისში დაფიქსირებულ ერთ კონკრეტულ ფაქტს უკმაყოფილო შეფასებებით ეხმაურება ქართველი...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...