კვირა, ივლისი 6, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიადამიანის უფლებებითეა ახვლედიანმა "სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა" გახსნა და ახალგაზრდებს...

თეა ახვლედიანმა “სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა” გახსნა და ახალგაზრდებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან სიტყვით მიმართა

თეა ახვლედიანმა სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის გახსნით ღონისძიებაზე, რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება, მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სახელმწიფო მინისტრმა ახალგაზრდებს გააცნო უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა, ისაუბრა მიღწეულ ხელშესახებ შედეგებსა და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე.

სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის პროგრამაში ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან 70-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს.

თეა ახვლედიანის განცხადებით, ახალგაზრდები ერთი კვირის განმავლობაში ამომწურავ და დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ სახელმწიფოს მიერ ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის დანერგილი მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ; შეხვედრები დაეთმობა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თანასწორობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მედია-წიგნიერება, ახალგაზრდული ლიდერობა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში, ქალთა უფლებები და თავისუფლებები, გენდერული თანასწორობა და სხვა.

ჩვენი სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ინიციატივა ძირითადად ორიენტირებულია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებზე და მიზნად ისახავს სამოქალაქო ინტეგრაციის მრავალმხრივ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის და მათ შორის კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას.

რამდენიმე დღის განმავლობაში ტრენინგ-სემინარი სამ ნაკადად უმასპინძლებს ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს, რომლის ფარგლებშიც, მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პრიორიტეტებს, აიმაღლონ ცნობიერება სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მათთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და პერსპექტივების თაობაზე, ინტერაქციულ რეჟიმში გააჟღერონ საკუთარი შეხედულებები და მოახდინონ თავიანთი იდეების გენერირება; შესაბამისად, ახალგაზრდებთან ჩვენი შეხვედრები იყო მეტად საინტერესო და ნაყოფიერი, იმის გათვალისწინებითაც, რომ მათ გაგვიზიარეს საკუთარი მოსაზრებები და მეტად სასარგებლოდ შეაფასეს ამ ღონისძიებების ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, თეა ახვლედიანმა სკოლის მონაწილეთა შეკითხვებს უპასუხა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის შესახებ მათი მოსაზრებები მოისმინა. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმირ შკოლნიკოვმა.

„სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ინდორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...