spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ...

“მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რომ თავი დაანებონ გამოძიობანას თამაშს და გამოიძიონ რეალურად ეს საქმე” – ლაშა ტყეშელაძე

მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა ირაკლი ეძგვერაძეზე, ამიტომ მე მოვუწოდებ კოკა კაციტაძის უწყებას, რომ თავი დაანებონ გამოძიობანას თამაშს და გამოიძიონ რეალურად ეს საქმე, რათა შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი”, – განაცხადა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” იურისტმა, ლაშა ტყეშელაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია, რომ მყისიერად დაიწყოს გამოძიება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჩვენ შევატყობინეთ მყისიერად, რომ დარღვეული იყო უფლებები, მათ გავუგზავნეთ შესაბამისი შეტყობინება და მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ირაკლი ეძგვერაძეზე იძალადა პოლიციის თანამშრომლებმა.

მედიამ დაადგინა თუ ვინ იძალადა, საჯაროდაც ცნობილია, ირაკლი ეძგვერაძემ იცის ვინ იძალადა მასზე და კანონით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ეკუთვნის, რომ მყისიერად ჰქონდეს დაწყებული გამოძიება, მაგრამ დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა განაცხადა, რომ თურმე ახლაც ვერ იწყებს გამოძიებას და ირაკლისთან სურს გასაუბრება.

რა თქმა უნდა, ირაკლი მოუყვება ყველაფერს, ეტყვის სიმართლეს და ვნახოთ სპეციალური საგამოძიებო სამსახური დაიწყებს თუ არა გამოძიებას, მაგრამ მე აქედანვე ვეტყვი კოკა კაციტაძის უწყებას, რომ გამოძიობანას თამაშს დაანებონ თავი, გამოიძიონ რეალურად და შემდეგ პროკურატურამ წაუყენოს ბრალი,” – განაცხადა ლაშა ტყეშელაძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

“ცხვირს არავის არსად ჩავაყოფინებთ, კარგად გაითვალისწინოს ყველამ!” – მეუფე იაკობი

"ერთი საქართველო, ძლიერი საქართველო ვაშენოთ", - ამაზე გაამახვილა ყურადღება...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, ვშიშობ, რომ სწორედ ამას აკეთებენ გარკვეული პირები დიუშენის სინდრომით დაავადებულთა...

“სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩამოთვლილი მძიმე ფაქტები...